ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება კვლავ გაიზარდა
„ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელზე ზრუნვას და მათთვის ბაზარზე კონკურენტული პირობების შეთავაზებას განაგრძობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლები ოქროსა და ვერცხლის უზრუნველყოფით სესხის აღებისას კიდევ უფრო მაღალ შეფასებას მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი შეფასებით სარგებლობა შეუძლიათ მათაც, ვისაც უკვე აქვს აქტიური სესხი. მომხმარებლებს შეუძლიათ, ესტუმრონ ნებისმიერ ფილიალს, მოითხოვონ ნივთის ხელახალი შეფასება და სხვაობა თანხის სახით ადგილზევე მიიღონ.
„ჩვენი მიზანი მარტივია - მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმუმი საკუთარი აქტივიდან. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ბაზარზე კონკურენტული და სამართლიანი შეფასება შევთავაზოთ,“ - აცხადებენ „ექსპრეს ლომბარდში“.
შეამოწმეთ განახლებული ფასები სახლიდან გაუსვლელად
იმისათვის, რომ პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე და კომფორტული იყოს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია „ექსპრეს ლომბარდის“ ვებგვერდზე, ონლაინ კალკულატორის დახმარებით, მარტივად და სწრაფად გამოთვალოს, რა თანხის მიღებას შეძლებს.
ონლაინ კალკულატორი: https://expresslombard.ge/ka/lombardi
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ექსპრეს ლომბარდის უახლოეს ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 032 2 39 39 39 | *3939
ფილიალების მისამართები: https://expresslombard.ge/ka/misamartebi
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.