მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნულ ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ლექციაზე, სახელწოდებით – „საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა და ეროვნული ბანკის როლი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში‘‘, ნათია თურნავამ სტუდენტებს სებ-ის ფუნქციები, მიმდინარე პროექტები და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროდუქტები გააცნო. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ლექციის შემდეგ ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, KIU-სა და სებ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მემორანდუმი მიზნად ისახავს KIU-სა და სებ-ის მიერ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობასა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. მემორანდუმის მიხედვით, KIU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეროვნულ ბანკში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში KIU- ს სტუდენტებს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა რიგებშიც იხილავს. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკმაოდ მძლავრი სამეცნიერო კერაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს იზიდავს. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, სტუდენტებისთვის პირადად გამეცნო ეროვნული ბანკის ფუნქციები და როლი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. KIU-ს რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას თქმით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. „ძალიან საინტერესო საჯარო ლექცია იყო, საინტერესო დისკუსიით. სებ-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ სტაჟირების შესაძლებლობა ეროვნულ ბანკში შემდგომში დასაქმების პერსპექტივით“,- აღნიშნა გიორგი ხუბუამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა