მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკი ფინტექ კომპანიებს GFIN პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც გლობალური ფინანსური ინოვაციების ქსელის (GFIN) წევრი, მონაწილეობს GFIN - ის ტექსპრინტში, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს (FCA) ციფრული Sandbox მასპინძლობს.  


GFIN ფინანსური მარეგულირებლებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელია, რომელიც საბოლოო მომხმარებლების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მზად არის მხარი დაუჭიროს ინოვაციებს საფინანსო სექტორში.


საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, GFIN მის წევრ სხვა ქვეყნების ფინტექ კომპანიებთან ერთად, ტექსპრინტში მონაწილეობის მისაღებად ქართულ ფინტექ კომპანიებსაც იწვევს. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 17 აპრილს დაიწყო  და  21 მაისს დასრულდება.


ვირტუალური ტექსპრინტი 2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში იმართება და მიზნად ისახავს გამოეხმაუროს GFIN - ის პრიორიტეტს ESG - სთან (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობა) და მდგრად ფინანსებთან (სოციალური და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით ინვესტიციების დროს) დაკავშირებით, რათა შეიმუშაოს ისეთი ინსტრუმენტი ან გადაწყვეტა, რომელიც დაეხმარება მარეგულირებლებს ფინანსურ სერვისებში "Greenwashing"-ის (ცრუ მარკეტინგი, რომელიც წარმოაჩენს კომპანიას როგორც გარემოსთან მეგობრულს) რისკების უფრო ეფექტურად დაძლევასა ან მისი უარყოფითი შედეგების შერბილებაში.


დეტალური ინფორმაცია ტექსპრინტის, ასევე, განაცხადის ფორმისა და კრიტერიუმების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
 

https://www.thegfin.com/greenwashing;

https://online.flippingbook.com/view/925129533/8/;

https://digitalsandbox.fcainnovation.co.uk/signin.


დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებისთვის ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: innovationoffice@nbg.gov.ge.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა