მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერია

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, „2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსების პორტფელმა დაახლოებით 932 მილიონი ლარი შეადგინა”, საიდანაც, საქართველოს ბანკის დაფინანსების ჯამური მოცულობა 726 მილიონი ლარია.

საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, არამედ 2023 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე დაფინანსების  მიხედვითაც. კერძოდ, „ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების 78% საქართველოს ბანკის მიერ იყო გაცემული“.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესებმა ინვესტირება რამდენიმე ძირითად მწვანე სექტორში განახორციელეს, რაც დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ მათი ბიზნესის განვითარებაზე (მაგალითად ნაკლები საოპერაციო ხარჯები), არამედ ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ინვესტირება განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ეკო/ბიო პროდუქტის წარმოებაში, ნარჩენების მართვაში,  მწვანე ტრანსპორტში, ენერგოეფექტურობასა და მდგრად სოფლის მეურნეობაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშში აღნიშნული მიღწევები, მწვანე დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ  რამდენად  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბანკი ქვეყნის კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში, მდგრადი მომავლის შექმნასა და დაბალ-ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მწვანე დაკრედიტების გაზრდას მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნითა და მდგრად პრაქტიკებზე ცნობიერების ამაღლებით“,- განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის  ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, მწვანე ტაქსონომია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა, ოფიციალურად განმარტავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2023 წლიდან ყველა ბანკი ვალდებულია მწვანე დაფინანსების ანგარიშგება მოახდინონ ქვეყანაში არსებული მწვანე კლასიფიკაციის სისტემის/ტაქსონომიის მიხედვით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა