მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ მასწავლებლების კონკურსში საქართველოს ბანკის რჩეული გამოვლინდა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ფინანსური განათლების დონის ამაღლების და ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის "ფინანსური განათლება სკოლაში" მხარდამჭერია.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 65-მა კონკურსანტმა მიიღო, მათგან კი ფინალურ ტურში 20 მასწავლებელი გადავიდა.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ საკლასო აქტივობებში ფინანსური განათლების კომპონენტების ინტეგრირების სახალისო გზები, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ფინანსური განათლების მიმართ ინტერესის ჩამოყალიბებას და ფინანსური განათლების საკითხების შესწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდას.

შედეგად, ჟიურიმ სამი გამარჯვებული დაასახელა. დამატებით საქართველოს ბანკმა საკუთარი რჩეული გამოავლინა - სურამის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი, ინგა გოგალაძე. მისი იდეა დაზოგვის/პირადი ბიუჯეტირების კატეგორიაში იყო წარდგენილი და არდადეგების ფინანსურ დაგეგმვას შეეხებოდა.

საქართველოს ბანკმა ერთ-ერთ გამარჯვებულს და საკუთარ რჩეულს ფულადი ჯილდოები გადასცა.

 „საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ კუთხით, ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას საქართველოს ეროვნული ბანკის მასწავლებლების კონკურსი წარმოადგენს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა დაინტერესებას ფინანსური განათლებით, მოახდინოს მისი სხვადასხვა ასპექტის პოპულარიზაცია და ფინანსური წიგნიერების საკითხების დამხმარე მასალების შეკრება. რაც თავისთავად, სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდას განაპირობებს. გვახარებს კონკურსის მიმართ გამოვლენილი დაინტერესება და მონაწილეების მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფინანსური განათლების მიმართ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტერესი“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლების კონკურსი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანაორგანიზებით, პარტნიორ კომპანიებთან ერთად გაიმართა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა