მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნულმა ბანკმა არასაბანკო სექტორისთვის ტრენინგები ჩაატარა

news image
mbc image

ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, სპეციალური, არასაბანკო სექტორზე მორგებული სასწავლო მოდული შეიმუშავა. ტრენინგების სერია, სახელწოდებით "არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა, ანგარიშგება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა" პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის სესხის გამცემი სუბიექტებისათვის (სგს) ჩატარდა.


სამდღიანი პროგრამის ფარგლებში სესხის გამცემი სუბიექტების ძირითადი მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების წესებს. ყურადღება გამახვილდა საოპერაციო რისკების შემცირებისა და კორპორატიული მართვის გაძლიერების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, ტრენინგი მოიცავდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მნიშვნელოვან ასპექტებს და პრევენციული ზომების აუცილებლობას. ასევე, საუბარი შეეხო მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებს და შესაბამის ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით განმარტებებსა და დაზუსტებებს.


დისკუსიის ნაწილში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოცდილება, იმსჯელეს არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


"ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის მიერ ჩატარებული ტრენინგები ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მუდმივ განვითარებას. დაეხმარება ორგანიზაციებს კანონმდებლობასთან შესაბამისი ეთიკური სტანდარტების დაცვაში, რაც საბოლოო ჯამში ეფექტიანი მართვის, რისკების შემცირების, ფინანსური სტაბილურობისა და სანდოობის ზრდის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ტრენინგები ორმხრივად ნაყოფიერი გამოდგა და შევეცდებით, მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებს უფრო სისტემატური ხასიათი მივცეთ", - განაცხადა არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირმა ბოკუჩავამ.


"აღსანიშნავია ტრენინგის მონაწილეების აქტიურობა და ჩართულობა. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებასა და მხარდაჭერას", - აღნიშნა ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა.


ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ მარეგულირებელი  და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არასაბანკო საფინანსო სექტორის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობის ზრდას და რეპუტაციის გაუმჯობესებას. არასაბანკო საფინანსო სექტორი როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის, ფინანსური სერვისების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა მას კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა