ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა
საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს, რომელიც ბუნების დასაცავად ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას ისახავს მიზნად, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი მოუწოდებს პარტნიორებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
ამ ეტაპზე საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიას 9 ბრენდი შემოუერთდა, მათ შორის ერთ-ერთი არის სმარტი, რომელიც ლოგოში ციყვის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციებს გაიღებს.
„სმარტი“, 50-ზე მეტი სუპერმარკეტით, ყველაზე ფართო CS (Convenience Store) ქსელია საქართველოში. ბრენდი, რომლის ლოგოსაც 2010 წლიდან ფუსფუსა, აქტიური, სასუსნაოს მოყვარული, მოგზაური ციყვი ამშვენებს, უერთდება საქართველოს ბანკისა და CNF-ის ახალ კამპანიას, რომელიც იმ კომპანიებს, რომლებიც ლოგოში ცხოველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებს, სიმბოლურად გადარიცხონ დონაცია ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო ფონდში (CNF), როგორც ცხოველის სიმბოლოს გამოყენების „საავტორო უფლების“ საფასური.
ინიციატივის ფარგლებში, სმარტი რეგულარულად განახორციელებს დონაციას CNF ფონდში.
„ვისოლ ჯგუფისათვის“ გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია CSR სტრატეგიაში. შესაბამისად, „სმარტი“ სიამოვნებით შეუერთდა ინიციატივას. ციყვი „სმარტის“ ბრენდის განუყოფელი ნაწილი და მომხმარებლების საყვარელი სიმბოლოა, რომელსაც კომპანიის ვიზუალური რებრენდინგის დროსაც კი ვერ შეველიეთ. ამიტომაც, ციყვის ვიზუალის გამოყენებისთვის „საავტორო უფლებების დაცვაში“ მონაწილეობა ჩვენს პასუხისმგებლობად მიგვაჩნია. მოხარული ვიქნებით, თუ სხვა კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან ძალიან საინტერესო კამპანიაში, რომელიც ცხოველებსა და ბუნებაზე იზრუნებს, რადგან ადამიანების და კომპანიების ზემოქმედება გარემოზე ყოველწლიურად უფრო მძიმეა. შესაბამისი უნდა იყოს ამისთვის პასუხისმგებლობის ინიციატივებიც“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ PR და CSR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „სმარტი“ „ვისოლთან“ ერთად წარსულშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და შიდა ტურიზმის განვითარების კამპანიებში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.