მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - Jagermeister-ი საქართველოს ბანკის და CNF-ის ინიციატივის მხარდამჭერია

news image
mbc image

საქართველოს ბანკის და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანია, რომელიც ბუნების დასაცავად შეიქმნა, უკვე 9 ბრენდს აერთიანებს, ერთ-ერთი მათგანი კი Jagermeister-ია.

კამპანიის მიზანი შემდეგია - მოუწოდოს ყველა იმ ბრენდს, რომელიც საკუთარ ლოგოში ცხოველის ან ფრინველის ლოგოს იყენებს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის პროცესში.

“იეგერმაისტერი არის ბრენდი, რომლისთვისაც მდგრადობა (sustainability) არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი ხედვა, რომელიც განსაზღვრავს როგორც ყოველდღიურ ოპერაციებს, ასევე სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი იდენტობა ყოველთვის ეფუძნებოდა პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას გარემოს, ადამიანებისა და საზოგადოებრივი სივრცის მიმართ.

სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით იეგერი არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს, რომელთა შორის გარემოსდაცვითი პროექტები განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს.

თუმცა საქართველოს ბანკის და CNF-ის ინიციატივა გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად კრეატიული და ღირებულებით დატვირთულია. ეს კამპანია სიმბოლურად ეხმიანება ჩვენს ლოგოში გამოსახულ ირემს, მაგრამ ამავე დროს რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ბრენდის ღირებულებები და მდგრადობის პრინციპები შინაარსობრივად, ავთენტურად და ლოკალურად გამოვხატოთ”, - აღნიშნავს იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი ანი ლომინაძე.

ინფორმაციისთვის, იეგერმაისტერის ლოგოზე გამოსახული ირემი დაკავშირებულია წმინდა ჰუბერტის ლეგენდასთან მონადირის შესახებ.

წმინდა ჰუბერტუსის ლეგენდის თანახმად, ერთ დროს დაუნდობელ მონადირეს ტყეში მოევლინა ირემი, შუბლის შუაგულში გამოსახული ნათელი ჯვრით. ამ ხილვამ ჰუბერტუსში შინაგანი გარდატეხა გამოიწვია: მან ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობა გააცნობიერა და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი სწორედ ამ ღირებულებას მიუძღვნა. საბოლოოდ, ის მონადირეების მფარველ წმინდანად აღიარეს.

იეგერმაისტერის დამფუძნებელმა, ქურთ მასტმა, ამ ლეგენდაში დაინახა ბრენდის ფილოსოფია - ბუნებასთან პასუხისმგებლობიანი მიდგომის მნიშვნელობა. შესაბამისად, ბრენდის ლოგო წარმოადგენს შინაგანი გარდატეხის, პასუხისმგებლობისა და ბუნების პატივისცემის სიმბოლოს.

“ბუნება ყველასთვის საერთო რესურსია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესებისა და ბრენდების საერთო პასუხისმგებლობაა. აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით ინიციატივებში აჩვენებს, რომ ბრენდს აქვს გრძელვადიანი ხედვა და რეალურად ზრუნავს სოციალურ და გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ნაბიჯები ამაღლებს თანამშრომლობის ეფექტურობას და გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად შევქმნათ უკეთესი და მდგრადი მომავალი”, - აღნიშნავს ანი ლომინაძე, იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა