მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში Ford Mustang-იც მონაწილეობს

news image
mbc image

9 დიდი ბრენდი, ერთი მიზანი - საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებს ბრენდებს, რომლებსაც ლოგოში ცხოველი ან ფრინველის სიმბოლო აქვთ გამოყენებული, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით აქტივობებში და წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. 

კამპანიას უკვე 9 პარტნიორი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდი Ford Mustang-ია. 

“ჩვენთვის პატივია ვიყოთ იმ კომპანიებს შორის, ვინც შეუერთდა ამ ინიციატივას და გვინდა, ჩვენი მონაწილეობით სხვებსაც მივცეთ მაგალითი. თანაც როგორი საამაყოა, როცა ჩვენს შემთხვევაში ისეთ ბრენდებზე გვაქვს საუბარი როგორიც არის Jaguar და Mustang. 

ჩვენს პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდების სიმბოლიკა სრულიად ორგანულად ეხმიანება კამპანიის მთავარ გზავნილს - მართალია, Jaguar-სა და Mustang-ს ბრენდებად ჩამოყალიბების სრულიად სხვადასხვა ისტორიები აქვთ, თუმცა მათ აერთიანებთ ის, რომ ორივე ბრენდი სიმბოლურად გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომელსაც ადამიანი ბუნებიდან იღებს“, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Ford Mustang-ის ბრენდის სიმბოლო მორბენალი ცხენია, რომელიც ავტომანქანის ღრმა ამერიკულ მემკვიდრეობას ასახავს და საკუთარ თავში თავისუფლების, მუდმივი მოძრაობის იდეას აერთიანებს. 

“საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანია იდეალურად ეხმიანება იმას, რისიც ჩვენი გუნდის წევრებს ღრმად გვწამს - ის, რომ ბრენდის ძალა არ არის მხოლოდ ციფრებში გამოხატული ყოველწლიური შედეგები. GT Motors-ში სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. 

ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებლობიანი ბიზნესი ყოველთვის სცდება კომერციულ ნაწილს და საზოგადოებისთვის ხდება მეტად ღირებული, დასამახსოვრებელი. ეს არის მადლიერების ის ფორმა, რომლითაც ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიან ბიზნესს გვაქვს საშუალება ბუნებას დავუბრუნოთ იმ სიკეთის მცირე ნაწილი, რომელსაც ის გვაძლევს. ბიზნესს დიდი ძალა აქვს და ამ საქმეში ერთი ძალიან პატარა აგურის დადებამაც კი შეიძლება განუსაზღვრელად დიდი სიკეთე მოიტანოს. ჩვენს შემთხვევაში კი მიგვაჩნია, რომ როცა ჩვენი ბრენდების მთავარი პათოსი მოძრაობაა, ჩვენი მიზანი სწორი გზით სვლა უნდა იყოს - სწორი გზა კი ნამდვილად ასეთ ინიციატივებზე გადის“, - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა