მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო

news image
mbc image

ბუნების დასაცავად და ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს. 

ინიციატივის მიზანია, გააერთიანოს დიდი ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა და ფრინველის სიმბოლოს იყენებენ რათა ერთად შეიტანონ  საკუთარი წვლილი ბუნების დაცვის პროცესში. 

ამჟამად საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის არის საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი. 

Galt & Taggart-ი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებელს საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო-საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რაც ეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს. კომპანია მხარს უჭერს სტრატეგიულ და ინსტიტუციურ ინვესტორებს, რათა მათ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

“ჩვენთვის, როგორც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკისთვის, ბრენდის ღირებულება მხოლოდ რიცხვებით არ იზომება. საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კომპანიისადმი სანდოობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია იმ სიკეთეების გაზომვა, რომელსაც ორგანიზაცია ქმნის როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გარემოსთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული დიდ ბრენდებსა და კომპანიებზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, შევუერთდით საქართველოს ბანკისა და CNF-ის ინიციატივას, რომელიც ორგანიზაციებს მოუწოდებს, წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორთა მოლოდინებსა და საბაზრო ტენდენციების გამოსახატად დამკვიდრებულია ხარისა და დათვის სახით ძლიერი ცხოველების სიმბოლური გამოყენება. Galt & Taggart-ის მიზანი კი იყო მსგავსი სიმბოლური დატვირთვის მქონედ რეგიონისათვის დამახასიათებელი ცხოველის გამოყენება. სწორედ ამიტომ, Galt and Taggart-მა მის ლოგოდ შეარჩია კავკასიის ენდემური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობა - კავკასიური ჯიხვი. ეს უნიკალური ცხოველი მისი სისწრაფით, მოძრაობის სიზუსტითა და სიმტკიცით ეხმიანება და გამოკვეთს Galt & Taggart-ის ღირებულებებსაც- კომპანიის პროფესიონალიზმს, სტაბილურობასა და განვითარებისკენ უწყვეტი სწრაფვას.

"გალტ & თაგარტი ლოგოში კავკასიურ ჯიხვს იყენებს - რაც საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ჩვენს ჩართულობას კიდევ უფრო მეტად სიმბოლურს ხდის. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ინიციატივის ნაწილი და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბუნების დაცვის პროცესში“ , - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა