ერთად გადავავლოთ თვალი საქართველოს ბანკის მიერ 26 მაისისთვის მიძღვნილ ვიდეოებს
ხვალ 26 მაისია და ნელ-ნელა საზოგადოებაში მოლოდინი სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. ეს არის დღე, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. მისი აღნიშვნა კი ისტორიული გამარჯვების მოპოვებასთან, მისი სიამაყით გახსენების შესაძლებლობად გადაიქცა.
ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოს ბანკისთვისაც - წლიდან წლამდე ბანკის მიერ გადაღებული ვიდეორგოლების მუხტი, ემოცია და მოწოდება უცვლელი რჩებოდა, იცვლებოდნენ მხოლოდ მისი მთავარი გმირები და ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ ახალგაზრდები, სიმბოლოები, ისტორიები...
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი საქართველოს ბანკის მიერ 26 მაისისთვის მიძღვნილ ვიდეოებს:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.