ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარალიმპიელებს – საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია
პარიზის პარალიმპიადა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პარასპორტსმენები ერთმანეთს სპორტის 22 სახეობაში ეჯიბრებიან. საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარიმხარდამჭერია.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში მიიღო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანა ჯაფარიძე გახდა.
პარალიმპიადა გრძელდება. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარასპორტსმენებს:
3 სექტემბერი
ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, B კატეგორია
15:00 − 23:15
1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია
15:00 − 00:05
1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
4 სექტემბერი
ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა, B კატეგორია
11:00 − 22:15
1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა, A კატეგორია
11:00 − 23:25
1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
ვლადიმერ ჭინჭარაული, პარასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა 50 მეტრზე
11:30 − 17:00
კვალიფიკაცია, ფინალი
5 სექტემბერი
ზურაბ ზურაბიანი, პარაჯუდო, -60 კგ
12:05 − 18:40
1/8-ფინალი, 1/4-ფინალი, 1/2-ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
6 სექტემბერი
გიორგი ქალდანი, პარაჯუდო, -73 კგ
12:00 − 19:55
1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
ინა ქალდანი, პარაჯუდო, -70 კგ
12:40 − 20:26
1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
7 სექტემბერი
ლაშა ყიზილაშვილი, პარაჯუდო, -90 კგ
11:35 − 19:10
1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
რევაზ ჩიკოიძე, პარაჯუდო, +90 კგ
11:55 − 20:15
1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი
8 სექტემბერი
აკაკი ჯინჭარაძე, პარაწოლჭიმი, +107 კგ
17:35
ფინალი
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.