ერთგულად მიჰყევი ჩანაფიქრს - „მეტროპოლის“ სივრცე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე
Devoted – Devoted to ideas, to craft, to creativity - ეს არის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2024-ის, მთავარი მესიჯი. ზღვისპირა ქალაქში, შემოდგომის კრეატივის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე სწორედ ამ გზავნილის ადრესატები შეიკრიბნენ, ადამიანები, რომლებიც იდეასა და შემოქმედებითობას ერთგულად მიჰყვებიან.
ამ კონცეფციას მოარგო საკუთარი სივრცე დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ დაფესტივალზე ფერადი და მრავალფეროვანი კუთხე შექმნა. ტრადიციულ გამოსვლებს, ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს შორის სახლის თემატიკით დატვირთული ლოკაცია განტვირთვისა დანეთვორქინგის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა. დეველოპერი, რომელიც თავადაც ნოვატორულ მიდგომებზეა ორიენტირებული, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერია.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.