ერთი წელი, რომელმაც სტანდარტები შეცვალა - სალიტა მერკვილაძის კლინიკის წარმატების ისტორია
პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და თანამედროვე ხედვის სინერგიამ შექმნა შედეგი, რომელიც ციფრებზე მეტია — ათასობით პაციენტის ნდობა.
სწორედ ასეთ ნდობას ქმნის სალიტა მერკვილაძის მიერ დაფუძნებული დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკა, რომელიც წარმატებით აჯამებს თავის პირველ სამუშაო წელს.
კლინიკა დაარსდა ერთი მთავარი იდეით — პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო და შედეგზე დაფუძნებული ესთეტიკური და დერმატოლოგიური მომსახურება.
ერთი წლის განმავლობაში ეს იდეა რეალობად იქცა ასობით კმაყოფილი პაციენტის, გამორჩეული შედეგებისა და მუდმივად მზარდი ნდობის სახით.
ერთი წელი – მნიშვნელოვანი ნაბიჯები
პირველი წლის განმავლობაში კლინიკამ:
* წარმატებით განახორციელა ასობით დერმატოლოგიური და ესთეტიკური პროცედურა;
* დანერგა თანამედროვე აპარატურული და ინექციური მეთოდები;
* ჩამოაყალიბა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის სტანდარტი;
* მოიპოვა პაციენტების ერთგულება რეკომენდაციების და რეალური შედეგების გზით;
ეს არ არის უბრალოდ ციფრები — ეს არის ადამიანების თვალსაჩინო ისტორიები.
სალიტა მერკვილაძე — ხედვა, რომელსაც შედეგი მოჰყვა
კლინიკის დამფუძნებელი, სალიტა მერკვილაძე, დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სფეროში გამოირჩევა არა მხოლოდ პროფესიული, უმაღლესი სამედიცინო ცოდნით დერმატო ვენეროლოგიაში, არამედ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით პაციენტის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი სილამაზის მიმართ.
მისი ხედვა თავიდანვე მკაფიო იყო — არანაირი ინდივიდუალური იერსახის დარღვევა, მხოლოდ ასიმეტრიის გასწორება, შესაბამისი მკურნალიბა და ბუნებრივი შედეგი.
რატომ ირჩევენ ჩვენს კლინიკას?
✔ მაღალი პროფესიონალიზმი და გამოცდილება;
✔ თანამედროვე, სერტიფიცირებული ტექნოლოგიები;
✔ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან;
✔ კომფორტული, უსაფრთხო და სანდო გარემო;
სამომავლო გეგმები
ერთი წელი მხოლოდ დასაწყისია. კლინიკა გეგმავს მომსახურების გაფართოებას, ინოვაციური მეთოდების დანერგვას და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპებს, რათა პაციენტებს ყოველთვის შესთავაზოს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ესთეტიკური და დერმატოლოგიური მომსახურება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.