მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ერთი თვე საჩუქრად - ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ალდაგისგან

news image
mbc image

 

მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივნისამდე ალდაგში დააზღვევენ ავტოპასუხისმგებლობას, ერთი თვის პრემიას საჩუქრად მიიღებენ. 

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მომხმარებელს იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ სხვის ავტომობილს ან ქონებას დააზიანებს. ამ შემთხვევაში სხვისთვის  მიყენებულ ზიანს ალდაგი აანაზღაურებს. 

ფასდაკლების გადაწყვეტილება ალდაგმა გახშირებული ავტოავარიების გამო მიიღო, რომლის დროსაც დაუზღვეველი მანქანების მძღოლები გაუთვალისწინებელი ფინანსური რისკის ქვეშ დგებიან. განსაკუთრებით, როდესაც შემთხვევა ეხება ახალი (ე.წ. ცენტრის გარანტიაზე მყოფი) ავტომობილის დაზიანებას, ზიანი შეიძლება ათეულ ათას ლარს აღწევდეს. 

„ქალაქში მოძრავი ახალი ავტომობილები ძირითადად ავტორიზებული ცენტრების გარანტიაზეა აღრიცხული. ავტოავარიის დროს, სადაზღვევო ვალდებულია მათ ზარალი აუნაზღაუროს ცენტრის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რაც თითოეული ბრალეული მძღოლის მისამართით ზრდის რისკებს და მსხვილ ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს. გადავწყვიტეთ მძღოლებს დამატებითი მოტივაცია გავუჩინოთ, რომ შეიძინონ მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც მათ აარიდებს მოულოდნელ საკმაოდ დიდ ხარჯებს,“- განაცხადეს ალდაგში.  

ალდაგის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, თვეში 5 ლარიდან, პრემია დამოკიდებულია სადაზღვევო ლიმიტზე, რომელიც მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს. მომდევნო ერთი თვე საუკეთესოა ამ პროდუქტის შსაძენად, რადგან ალდაგში მოქმედი აქციით, მომხმარებელს ერთი თვე საჩუქრად ერგება.

ალდაგის ავტოპასუხისმგებლობსი დაზღვევის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ  https://mppd.aldagi.ge/ka  , ისე ქოლ ცენტრთან დაკავშირებისას: 0322 444 999;

 

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა