ეს არ არის რუსული წარწერა, თუმცა შეფუთვას შევცვლით - „კულას“ დირექტორი
ეს არ არის რუსული წარწერა, ეს „კირილიცა“, თუმცა შეფუთვას შევცვლით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „კულას“ დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა.
მისივე თქმით,„ კირილიცას“ შრიფტის გამოყენებით წარწერა (კირილიცა - ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანია ორიდან, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს) „კულას“ წვენების მუყაოს შეფუთვაზე 2014 წლიდანაა დატანილი.
„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე არ გადის რუსეთში. ეს წარწერა დატანილია მუყაოს შეფუთვაზე, თუმცა სხვა მხარეს აქვს წარწერა ინგლისურ და ქართულ ენებზე. აქამდე ეს ფაქტი არავის გაუპროტესტებია. ახლა არ ვიცი რა ხდება. ვფიქრობ, ქულების ჩაწერის მიზნით პროვოკაცია მოგიწყვეს. კომპანიის შიდა უსაფრთხოების სამსახური არკვევს თუ ვინ გაავრცელა ინფორმაცია და რა არის მათი მიზანი“, - აცხადებს ვანო გოგლიძე.
მისივე თქმით, კირილიცას იყენებს 14 ქვეყანა, მათ შორის ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა, სერბეთი, რუმინეთი.
რაც შეეხება შეფუთვაზე რუსული წარწერის შეცვლის საკითხს, როგორც ვანო გოგლიძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში შექმნილ აჟიოტაჟს არ უკავშირდება.
„კულას“, როგორც ბრენდს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და ახალ შეფუთვაზე „კირილიცას“ შრიფტის გამოყენებით წარწერა აღარ იქნება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი Business Insider Georgia-თან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში გავრცელდა მუყაოს შეფუთვაში ბრენდ „კულას“ წვენის ფოტო, რომელზეც რუსული წარწერაა დატანილი. რასაც Facebook-ზე საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.