მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეს არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სადაც „ქართუ“ ხარჯავს საკუთარ თანხას პარკის მოსაწყობად - კახა კალაძე იპოდრომზე

news image
mbc image

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის თითქოსდა დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

 

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე  დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობას   ფონდი „ქართუ“ განახორციელებს.

 

"რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს არის მუნიციპალიტეტის, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“,  ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს  პარკი და გაჩნდეს ლამაზი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ეს იქნება ცენტრალური პარკი, რომელიც შეთანხმებული პროექტის  სახით  განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის  კითხვას,  ფონდ „ქართუს“ ტრანზაქციების გამჭვირვალობის პრობლემაზე და განაცხადა, რომ იმ პროექტების  შესახებ, რომელიც ფონდმა 6-მილიარდიანი ქველმოქმედების ფარგლებში წლების განმავლობაში  განახორციელა, ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

 

„თუ მიმართავთ ფონდს, დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე  იქნება პასუხი. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, აღნიშნულმა  ფონდმა უამრავი პროექტი განახორციელა წლების განმავლობაში. ეს იყო სკოლების აღდგენა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, განახლება-მოწესრიგება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჯარის მხარდამჭერი პროგრამები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუ არ ვცდები, 6 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული აღნიშნულ ფონდს. შესაბამისად, ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის. ასეთი ადამიანები, ასეთი ფონდები ბევრი უნდა იყოს, ვინც ქვეყანას დაეხმარება, ვინც  ხალხს დაეხმარება და სახელმწიფოს ხელს შეუწყობს განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა