მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ET პრეფორმების ბაზრის 70%  გვაქვს ათვისებული, რითაც ლიდერ პოზიციას ვინარჩუნებთ  - ,,ალფა პეტი"  2023 წელს აფასებს

news image
mbc image


მიმდინარე წელი ET პრეფორმების ქართულ ბაზარზე ლიდერი კომპანია ,,ალფა პეტის" საქმიანობაში ერთ-ერთი საუკეთესოა.   კომპანია სტაბილურად ზრდის წარმოებას და პოზიციებს წლიდან წლამდე აუმჯობესებს. როგორც კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა დოლმაზაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ET პრეფორმების თვალსაზრისით,  ამ ბიზნესში მყარი პოზიციები აქვთ და ძირითადი მომწოდებლები არიან ბაზარზე, რაც შეეხება   რძის პროდუქტების ტარას (IML ჭიქა) მიმართულებას, მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, რაც ამ პროდუქტის უნიკალურობით და ფასით არის გამოწვეული.
,,პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების პარალელურად რძის პროდუქტების ტარას (IML ჭიქა) ვაწარმოებთ. თუკი პირველ შემთხვევაში ბაზრის 70% გვიკავია, IML-ის მიმართულებით საგრძნობი მატება არ გვაქვს. ეს გამოწვეულია ამ პროდუქტის უნიკალურობით, მასალის სისქე და სტრუქტურა განსხვავებულია, ფასიც შესაბამისად მაღალია და ნაკლებად გამოიყენება ბაზარზე.  ამდენად, კლიენტების დიდი ნაწილი ამ პროდუქტით ვერ ინტერესდება, თუმცა შედარებით გაიზარდა ექსპორტი, მსხვილ კომპანიებში მიწოდებაც, გაყიდვები წელს, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15 %-ით არის გაზრდილი", - ამბობს ლიკა დოლმაზაშვილი.
მისი ინფორმაციით, წარმოებაში კომპანია ყოველთვის იყენებს პოლიეთილენტერეფტალატის მაღალხარისხიან გრანულებს. გარდა ამისა, აქვს საკუთარი აირის ქრომატოგრაფი და შესაძლებლობა, რომ თითოეული მიწოდება ანალიზის სერტიფიკატით უზრუნველყოს.
„პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოების დიდი ნაწილის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. გარკვეული რაოდენობით ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გადის. წარმოებაში ვიყენებთ პოლიეთილენტერეფტალატის მაღალხარისხიან გრანულებს. ყველა ტიპის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთან, ასევე რძისა და რძის პროდუქტების კომპანიებთან ვთანამშრომლობთ", - აცხადებს ლიკა დოლმაზაშვილი.
ჯამში წლიური წარმოება 500 მილიონი ერთეულია, საიდანაც IML ჭიქების წილი 15%-ია.
ამ ეტაპზე კომპანიაში 75 ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, ალფა პეტი / Alfa Pet -ი  2007 წელს ქალაქ რუსთავში დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებლები არიან “ EBRD” (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და ,,GEAR HOLDING,, (დიდი ბრიტანეთი).
კომპანია 24/7-ზე მუშაობს და ულტრათანამედროვე მანქანებითაა აღჭურვილი. კანადური წარმოების “Husky Injection Moulding” მანქანები აწარმოებენ სხვადასხვა სახის PET პრეფორმებს, ხოლო შვეიცარიული კომპანია “Kraussmaffer” მანქანა რძის კონტეინერების წარმოებისთვის გამოიყენება.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა