მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია, Sustainability Spotlight-თან ინტერვიუში - მიკრობანკების როლი მდგრადი განვითარების დაფინანსებაში

news image
mbc image

მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორმა, ეთერ ჩაჩიბაიამ Sustainability Spotlight-თან ინტერვიუში ისაუბრა ფინანსური ჩართულობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისა და სოციალური გავლენის შექმნის მნიშვნელობაზე, ასევე მიკრობანკების როლზე გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების განვითარებაში.

ემბისისთვის ფინანსური ჩართულობა მხოლოდ სერვისებზე ხელმისაწვდომობას არ ნიშნავს. ეს არის მცირე მეწარმეების, ფერმერებისა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და სოციალური გავლენის შექმნა უკვე მრავალი წელია, ემბისის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

„მიკრობანკად ტრანსფორმაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები, განვავითაროთ ინკლუზიური და სოციალური დაფინანსება და უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ბიზნესებს, მცირე საოჯახო მეურნეობებსა და ფერმერებს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გავლენაზე ორიენტირებული დაფინანსების მთავარი მნიშვნელობა – ფინანსური რესურსი ემსახურებოდეს არა მხოლოდ ბიზნესის ზრდას, არამედ ადამიანებისა და რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებასაც,“ - აღნიშნა ინტერვიუში ემბისის საოპერაციო დირექტორმა, ეთერ ჩაჩიბაიამ.

ESG-სა და გავლენაზე ორიენტირებული მიდგომების მიმართ ინტერესი ბოლო წლებში განსაკუთრებით შეინიშნება. თუ ადრე ეს თემა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების დღის წესრიგში იდგა, დღეს უკვე ადგილობრივი კომპანიებიც უფრო აქტიურად იწყებენ მის ინტეგრირებას საკუთარ ბიზნეს სტრატეგიებში და პროცესებში. ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, სოციალური გავლენისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების მიმართულებით. აღნიშნული საკითხები თანდათან ხდება არა მხოლოდ სასურველი ბიზნეს პრაქტიკა, არამედ კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მიკრობანკების განსაკუთრებული როლია, უზრუნველყონ როგორც ფინანსური მდგრადობა, ასევე შექმნან რეალური სოციალური და ეკონომიკური ღირებულება.
მიკრობანკი ემბისისთვის მრავალი წელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ფინანსური განათლებისა და სოციალური ინიციატივების როლი გრძელვადიანი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საფუძველია.

„სოციალური ინიციატივები ჩვენთვის არის გზა, რომ ფინანსური ჩართულობა მხოლოდ პროდუქტებით არ შემოიფარგლოს და რეალურ შესაძლებლობებში გადაიზარდოს – იქნება ეს მეწარმეობის მხარდაჭერა, რეგიონული განვითარება თუ მცირე ბიზნესების გაძლიერება. საბოლოოდ, მსგავსი პროგრამები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება დგას: მეტი ჩართული ადამიანი, მეტი შესაძლებლობა და უფრო მდგრადი ეკონომიკური ეკოსისტემა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას განაპირობებს.

 

ჩემი მთავარი გზავნილი ბიზნესებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის იქნება ის, რომ რეალურად, ეს არის შესაძლებლობა, უკეთ გაიაზრო საკუთარი გავლენა, უფრო ეფექტურად მართო რისკები, გააძლიერო მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობა და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მდგრადი ბიზნესი ააშენო. 

მიკრობანკი ემბისისთვის ეს მიდგომა მხოლოდ სიტყვებით გაცხადებული ხედვა არ არის. ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფორმაცია, მათ შორის, ჩვენი რებრენდინგი და მიკრობანკად ჩამოყალიბება, სწორედ იმ ცვლილებების ასახვაა, რომელსაც მიკრობანკი შიგნიდან გადის. ჩვენი ბრენდის განვითარებაც ემსახურება იმ იდეის გაძლიერებას, რომ თანამედროვე ფინანსური ინსტიტუტი უნდა ქმნიდეს არა მხოლოდ ფინანსურ შედეგს, არამედ პოზიტიურ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენასაც. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ცვლილებებს ეტაპობრივად და რეალისტურად შეხედონ. სრულყოფილი სისტემების შექმნა ერთ დღეში შეუძლებელია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯების გადადგმაა. კერძოდ, პასუხისმგებლიანი პრაქტიკების ინტეგრირება ყოველდღიურ საქმიანობაში, გამჭვირვალობის გაზრდა და იმ გავლენის გააზრება, რომელსაც ბიზნესი საზოგადოებასა და გარემოზე ახდენს,“ - აღნიშნა მიკრობანკი ემბისის საოპერაციო დირექტორმა, ეთერ ჩაჩიბაიამ Sustainability Spotlight-თან ინტერვიუში.

 

იხილე წყარო.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

21.10.2026.13:10

თიბისი კაპიტალი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და თიბისი ბანკის შემადგენელი ნაწილი ხდება. ამჟამად ის ბანკის შვილობილი კომპანია და ცალკე იურიდიული პირია. გაერთიანების დასრულების შემდეგ თიბისი კაპიტალი საქმიანობას უშუალოდ ბანკის სტრუქტურაში თიბისი კაპიტალის ბრენდით გააგრძელებს.

თიბისი კაპიტალი 1999 წლიდან საქმიანობს და დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია. ის მომხმარებლებს საინვესტიციო და საბროკერო, კაპიტალის ბაზრების, კვლევით და შერწყმა-შეძენის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა Euromoney-ს ჯილდო - 2026 წელს თიბისი კაპიტალი მეორედ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.

თიბისი კაპიტალის არსებული მომხმარებლები მომსახურებით ჩვეულებრივ და შეუფერხებლად გააგრძელებენ სარგებლობას. გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლება მხოლოდ თიბისი ბანკში იქნება საჭირო და ერთი და იმავე პროცესის ცალ-ცალკე გავლა აღარ მოუწევთ. თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის კი, რომლებიც საინვესტიციო მომსახურებით ჯერ არ სარგებლობენ, ანგარიშის გახსნის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება - გამოყენებული იქნება ბანკში უკვე არსებული ინფორმაცია.

გაერთიანება მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - თიბისი ბანკისა და თიბისი კაპიტალის რესურსების გაერთიანება ახალი პროდუქტებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თიბისი კაპიტალი დღეს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია და გვინდა, მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავაფართოოთ. გაერთიანებით მომხმარებლებისთვის საინვესტიციო მომსახურებით სარგებლობა უფრო მარტივი გახდება და ახალი პროდუქტების შექმნის მეტი შესაძლებლობა გვექნება“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

გაერთიანების შემდეგ უცვლელი რჩება თიბისი კაპიტალის ბრენდი, გუნდი და მომსახურების პირობები. ყველა მიმართულება საქმიანობას თიბისი კაპიტალის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

გაერთიანებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა უკვე მიღებულია. პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა