მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

Euromoney-მ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა.

Euromoney, გლობალური ფინანსური გამოცემა, Awards for Excellence-ის ფარგლებში, უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობით.

„მოხარული ვართ, რომ Euromoney-ის Awards for Excellence 2026-ზე საქართველოს ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ აღიარეს. ეს ჯილდო ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისკენ მუდმივი სწრაფვის შედეგია. მადლობას ვუხდით Euromoney-ს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე კუპრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ფარგლებში ფასდება როგორც ბანკები, ისე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები და ტექნოლოგიური კომპანიები. წლევანდელი კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 100-ზე მეტი ქვეყნიდან რამდენიმე ასეული ფინანსური ინსტიტუტი მონაწილეობდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პირველი ფილიალი და გაფართოებული ასორტიმენტი - რა სიახლეები აქვს „ქეთო'ს“

14.09.2026.16:00

ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. ბოლო პერიოდში კომპანია ახალი მაღაზიის გახსნით, ასორტიმენტის გაფართოებითა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გააქტიურებით გამოირჩევა. ამ და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე ესაუბრა.

„ერთ-ერთი მთავარი სიახლე მაღაზიის გახსნაა. ბაზარი ორბელიანზე მანამდეც მქონდა სივრცე, თუმცა სულ ახლახანს გავფართოვდი და სრულფასოვანი მაღაზია გავხსენი. ეს არის პირველი ფილიალი, რომელიც გავაკეთე და მისი გახსნა ჩემი დიდი ხნის მიზანი იყო.

მოთხოვნა და მომხმარებლების ინტერესი მზარდია, მაღაზიას კი აქტიურად სტუმრობენ ტურისტებიც. ამასთან, გავააქტიურე სოციალური ქსელების მიმართულებაც.

გავაფართოვე ასორტიმენტიც - დავამატე პომიდვრის ჩირი ზეთში და წიწაკის ჯემი მარაკუიით. სეზონი ახლა დაიწყო და ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ვგეგმავ. მათ შორის, ვაპირებ ნივრის კრემის დამატებასაც.

წლის დარჩენილ პერიოდში ჩემი მთავარი პრიორიტეტი ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და გაფართოება იქნება. სამომავლო გეგმებში კი ახალი ფილიალების დამატებაც შედის“, - აცხადებს ქეთი მელაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა