Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის 2026 წლის Markets Awards-ის ფარგლებში, თიბისიმ ეროვნული კატეგორიის ნომინაციაში გაიმარჯვა - Best Fixed Income House in Georgia - წლისსაუკეთესო ბანკი საქართველოში ობლიგაციების ბაზარზე.
ჯილდო აღიარებს ბანკის ლიდერობასა და მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებაში.
ეს აღიარება უკავშირდება თიბისის მიღწევებს სახელმწიფო ობლიგაციების მეორად ბაზარზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ვაჭრობისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის თიბისი აქტიურად ავითარებს ქართული ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობას და ინოვაციურ გადაწყვეტებს ვაჭრობის, დაფინანსებისა და რისკების დაზღვევის მიმართულებით.
გარდა ამისა, თიბისიმ 2025 წელს განავითარა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების პორტფელი და სუვერენული ობლიგაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.
ეს მიღწევები თიბისის გლობალური ბაზრებისა და ხაზინის დეპარტამენტის სტრატეგიული ტრანსფორმაციის შედეგია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში პირველი სპეციალიზებული ფიქსირებული შემოსავლებისა და ფულადი ბაზრების სავაჭრო გუნდის შექმნა იყო.
ეს საერთაშორისო აღიარება კი, ხაზს უსვამს თიბისის მზარდ როლს საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განაგრძობს მუშაობას
21.10.2026.12:21
მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განთავსდა. ფილიალის გახსნის ღონისძიებას „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია, კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე და სათავო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტისა და განყოფილების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ფილიალი თანამედროვე საბანკო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და მომხმარებლებს კომფორტულ, მოწესრიგებულ და ხელმისაწვდომ გარემოს სთავაზობს. ფილიალის ახალი მისამართი კრისტალს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ მოემსახუროს თელავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესებს და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს.
„რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერა კრისტალის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ციფრული არხების განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ფიზიკური სივრცეების არსებობა, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალო ურთიერთობა გვქონდეს მომხმარებლებთან, უკეთ გავიაზროთ მათი საჭიროებები და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და მოსახლეობას. გვინდა, რომ კრისტალის ფილიალები მომხმარებლებისთვის იყოს არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების მიღების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც მათ საჭიროებებს ვისმენთ და მათი საქმიანობის გრძელვადიან განვითარებას ვუწყობთ ხელს“, - აღნიშნა ილია რევიამ.
თელავის ფილიალის ახალ სივრცეში გადასვლა კრისტალის რეგიონული ქსელის განახლების და მომხმარებლებთან სიახლოვის შენარჩუნების კიდევ ერთი ნაბიჯია. მიკრობანკი განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსა და მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებაზე და საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერა მიიღონ.
მისამართი: თელავი, ალაზნის ქ. 6ბ