Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში
საქართველოს ბანკი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი. ამისათვის კი ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
აღნიშნულ ინიციატივებსა და მათ შედეგებზე დაყრდნობით კი, საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.
„Euromoney უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკების გამოვლენას ისახავს მიზნად. ყოველი აღიარება გულისხმობს ჟიურისთვის ნომინანტების მიერ აპლიკაციების წარდგენას, რაც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ ფინანსურ ინსტიტუტს, გაგვიზიარონ საკუთარი ისტორია, მიღწევები, ინოვაციები და შედეგები, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში განახორციელეს. გამარჯვებულების გამოსავლენად კი, ჩვენ ვიყენებთ ბაზრის კვლევის მეთოდს, ვაფასებთ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებს, ვატარებთ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ვასახელებთ გამარჯვებულებს“,- აღნიშნულია Euromoney-ს განცხადებაში.
„საქართველოს ბაკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამისათვის, 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. ჩვენი ძირითადი ინიციატივები განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას ემსახურება. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გვყავს უკვე 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი; ამასთან, აქტიურად ვახორციელებთ საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლაშიუკვე ფუნქციონირებს მულტიფუნქციური, თანამედროვე ინსტრუმენტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე; სულ ახლახან კი დამატებით, მარტყოფში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გავხსენით 23-ე იდეათეკა. ასევე, აქტიურად ვუწყობთ ხელს მოსწავლეების მომავლის პროფესიებით - STEM მეცნიერებით დაინტერესებას და ეს ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა. მინდა მივულოცო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ეს გამარჯვება. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას შემოგთავაზებთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.