მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

news image
mbc image

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს გამოკითხვაში კორპორატიულმა კლიენტებმა თიბისის ფულადი სახსრების მართვის სერვისები საქართველოში საუკეთესოდ შეაფასეს. Euromoney-ს ყოველწლიური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რამდენად კმაყოფილები არიან კომპანიები ბანკების მომსახურებით, პროდუქტებითა და ტექნოლოგიებით.

ნაღდი ფულის მართვა ბიზნესისთვის გულისხმობს თანხის შეგროვებას, ჩაბარებასა და საბანკო ანგარიშზე ასახვას. თიბისი ბიზნესკლიენტებს ამ პროცესების გასამარტივებლად ინკასაციის, ნაღდი ფულის მიმღები თვითმომსახურების აპარატების (CDM), TBC Pay-ის ტერმინალებისა და Cash Box-ის სერვისებს სთავაზობს. ბანკს 100 მოქმედი CDM აქვს, მათგან 30 უშუალოდ კორპორატიული კლიენტების ლოკაციებზეა განთავსებული. შედეგად, ამ არხით წლიურად თიბისის მიერ შეგროვებული ნაღდი ფულის მოცულობამ 8 მილიარდს მიაღწია.

ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სერვისების გაციფრულებასა და ავტომატიზაციას. თიბისი პირველია საქართველოში, რომელმაც ნაღდი ფულის მართვის პროდუქტებზე იურიდიული პირებისთვის სრულად ციფრული ელექტრონული ხელმოწერა დანერგა.

„თიბისისთვის მომხმარებლის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს Euromoney-ს ჯილდო, რომელიც კორპორატიული კლიენტების შეფასებით მივიღეთ. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს მათთან და სერვისებს მათი საჭიროებების მიხედვით აუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, ფულადი სახსრების მართვა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გავხადოთ. სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ დღეს ნაღდი ფულის დეპოზიტების დაახლოებით 70% ტრადიციული ფილიალიდან ავტომატიზებულ არხებზე გადავიდა. Euromoney-ს ჯილდო ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა”, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ

29.10.2026.16:00

კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.

„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა