მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

europop forum: Tales of Play - რა გელით სპორტზე თხრობის ფორუმზე

news image
mbc image

12-13 აპრილს თბილისში, Tbilisi Factory-ში დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება. europop forum: Tales of Play - სპორტზე თხრობის ფორუმი - ასე ეწოდება 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც ევროპოპის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება.

 

ევროპოპ ფორუმის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელიც გაიზიარებს - მათ შორის იქნებიან ნიდერლანდელი ლეგენდები კლარენს ზეედორფი და პატრიკ კლუივერტი. ფორუმის მიზანია, გახდეს რეგიონში სპორტის ფანებისა და პროფესიონალების ყოველწლიური შეკრების ადგილი. ESPN, DAZN, მადრიდის რეალი, ბარსელონა, აიაქსი, მსოფლიო რაგბი - ჟურნალისტები, მენეჯერები, მსაჯები, მწერლები - ევროპოპის ფორუმის სტუმრები სპორტის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროსა და დისციპლინას წარმოადგენენ, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს - თითოეულ მათგანს აქვს მოსაყოლი ამბავი.

 

„ჩვეულებრივ, ქართველ გულშემატკივარს არ აქვს პლატფორმა, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა ხდება სტადიონის ან სარბენი ბილიკის მიღმა. სპორტში ცალკეულ გამოსვლებზე ბევრად უფრო მეტი რამ არსებობს: ისტორიები, მომავლის პერსპექტივები, უმაღლეს დონეზე თამაშის მენტალური მხარე. სპორტის გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება, სწორედ ასეთ საკითხებზე ისაუბრონ. აუდიტორიას შეეძლება, სტუმრებს კითხვები დაუსვან და საუბრის მიმართულებაც თავად განსაზღვრონ.” - ამბობს ფორუმის კონსულტანტი სოფიკო ვასაძე.

 

ასეთი მასშტაბის ფესტივალი, რა თქმა უნდა, უამრავ სხვადასხვა ადამიანს აერთიანებს. სოფიკოს გარდა, საორგანიზაციო გუნდს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებას ZEG ფესტივალის კიდევ ორი დამფუძნებელი უზიარებს - ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია, ფორუმის ჩატარების აღმასრულებელ ნაწილს კი ევროპოპის გუნდი უძღვება, რომლის სათავეში ღონისძიების დირექტორი დიმიტრი ვაჩნაძე და იდეის ავტორი მიშა დუმბაძე დგანან.

 

ღონისძიების 2-დღიანი განრიგი უწყვეტი სპორტული თავგადასავალია, რომელიც ერთდროულად ორ სცენაზე გაიმართება. ინდივიდუალური გამოსვლები, Q&A, პანელური დისკუსიები, ნეტვორქინგი, ფილმის ჩვენება და დაუვიწყარი აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენისგან (რომლის ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება) - ფესტივალი თავისი მასშტაბითა და შინაარსით რეგიონული მნიშვნელობის ტრიბუნაა, რომელიც სპორტული ამბების თხრობის ხელოვნებას ეძღვნება.

 

ფესტივალი დაიწყება 12 აპრილს, გახსნის ცერემონიითა და საუბრით კლარენს ზეედორფთან, პროგრამის მთავარი ნაწილი კი 13 აპრილს გაიმართება და მას პატრიკ კლუივერტის გამოსვლა დააგვირგვინებს.

 

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია და მომხსენებელთა სრული სია ხელმისაწვდომია ფესტივალის ვებგვერდზე, ბილეთების შეძენა კი უკვე შესაძლებელია აქ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა