„ევექსმა“ განახლებული სტრატეგია წარადგინა
„ჯანდაცვის სისტემაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი, იმისთვის, რომ სწორად ხორციელდებოდეს და ვითარდებოდეს ნებისმიერი სხვა მიმართულება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე, რომელსაც სამედიცინო სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, კომპანია „ევექსმა“განახლებული სტრატეგია წარადგინა, რომელიც პირველად ჯანდაცვაში, პრევენციული მედიცინის განვითარებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას გულისხმობს.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პირველად ჯანდაცვის საფეხურზე, მნიშვნელოვანია პრევენციული მედიცინის ხელშეწყობა, რაც დროული დიაგნოსტიკისა და შესაბამისად, უფრო ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.