ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობის შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 128 გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებულები არიან ადიგენიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, თერჯოლიდან, ლანჩხუთიდან, მცხეთიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, ხონიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან.
იმ მოსწავლეებს კი, რომლებმაც ორ ოლიმპიადაში მოიპოვეს პირველი ადგილი, გადაეცათ საქართველოს ბანკის საჩუქრები.
ინფორმაციისთვის, ევერესტის ოლიმპიადაში II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა სამტურიანია:
• შესარჩევი ტურიდან ნახევარფინალში ოლიმპიადის ის მონაწილეები გადავიდნენ, რომლებმაც დააგროვეს არა უმცირეს 30 ქულა;
• ნახევარფინალში, თითოეული კლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი) გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე, რომლებმაც ფინალში იასპარეზეს;
• ფინალურ ტურში კი გამოვლინდა II, III, IV, V და VI კლასის საუკეთესო შედეგის მქონე 10-10 გამარჯვებული.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
10 წლიანი ისტორია და 10 ფილიალი - როგორია საბავშვო ბაღი Family-ს განვითარების შედეგები და სამომავლო გეგმები
25.11.2026.14:00
საბავშვო ბაღი Family საქართველოში კერძო საბავშვო ბაღების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელია, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 10 ფილიალს აერთიანებს. კომპანია ქსელის გაფართოებასთან ერთად სათამაშოების ბრენდ „ფემილისოსაც“ ავითარებს, რომელიც სამ ქალაქშია წარმოდგენილი. კომპანიის სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia Family-ს დამფუძნებელს, ირა წინწკალაძეს, ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კომპანიას ამ ეტაპზე და რა შეიცვალა ბოლო ინტერვიუს შემდეგ?
Family მუდმივი განვითარების ეტაპზეა და ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის გაფართოება და მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდასთან ერთად შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რომლებსაც კომპანია დაარსების დღიდან ეფუძნება - ბავშვებზე ზრუნვა, უსაფრთხო გარემო, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული განვითარება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი განვითარების სტრატეგია მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას არ გულისხმობს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის შენარჩუნება, გუნდის გაძლიერება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ, ბედნიერად და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოში ვითარდებიან.

რა ეტაპზეა მეათე ფილიალის გახსნის პროექტი და როგორია ქსელის გაფართოების გეგმები?
Family-სთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ საიუბილეო მეათე წელს, აპრილის თვეში გავხსენით მეათე ფილიალი. მოხარულები ვართ, რომ ახალმა ფილიალმა წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება და დინამიკაში კარგად ვითარდება. ფილიალების ქსელის გაფართოება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება უფრო მეტი ოჯახისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და ამავდროულად შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი სტანდარტი. გაფართოების პროცესში მაქსიმალური ყურადღება ეთმობა გარე და შიდა სივრცეების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას, უსაფრთხოების ნორმებს, კვალიფიციური კადრების შერჩევასა და თანამედროვე სააღმზრდელო პროგრამების დანერგვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ახალი ფილიალი Family-ს ღირებულებებსა და სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ბავშვებს უსაფრთხო, მზრუნველ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობდეს. სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ ქსელის განვითარებასა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას.

როგორ ვითარდება „ფემილისოს“ მიმართულება, რა სიახლეები აქვს სათამაშოების ბრენდს და რა გეგმები უკავშირდება მის შემდგომ განვითარებას?
სათამაშოების მიმართულება, ჩვენი გუნდისთვის ახალი გამოწვევაა, უკვე 2 წელია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან კონკურენტული და საკმაოდ რთული გარემოა ამ სექტორში. ვაკვირდებით ტენდენციებსაც, რაც გვაჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მკვეთრად შეიცვალა მომხმარებლების დამოკიდებულება, სათამაშოების მიმართ. კერძოდ, ელექტრონული გაჯეტები, რადიკალურად ცვლის ბავშვებისა და მოზარდების ქცევას და ინტერესს, ტრადიციული სათამაშოებისადმი.
თავდაპირველ ეტაპზე, ავირჩიეთ საკმაოდ აგრესიული ზრდის ტემპი და დაახლოებით 1.5 წლის განმავლობაში, სწრაფად გავხსენით 6 ფილიალი, 2 თბილისში და 4 რეგიონებში - ბათუმი, თელავი, ზუგდიდი. თუმცა, მოგვიწია ბათუმში გახსნილი 2 ფილიალიდან, 1-ს დახურვა, შეუსაბამო ლოკაციისა და მომხმარებლების დაბალი ნაკადის გამო. მუდმივად ვაკვირდებით დანარჩენი ფილიალების დინამიკას და მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ობიექტების დამატებასთან ან/და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სიახლეებს, „ფემილისო“ გახდა, პატარებისთვის საყვარელი გმირის - „აქუჩოს“ შემეცნებითი სერიების გენერალური სპონსორი და ეს თანამშრომლობა ძალიან გვახარებს. მუდმივად ვახორციელებთ კოლექციების განახლებას, ეკოლოგიურად სუფთა და ევროპული ხარისხის სერტიფიცირების შესაბამისი სათამაშოებით, სადაც განსაკუთრებული როლი, ხის სათამაშოებს უჭირავს, რაც ჩვენი ძლიერი და განსაკუთრებული მიმართულებაა. რეგულარულად ვთანამშრომლობთ რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელთან, რომლებსაც საბითუმოდ ვაწვდით ჩვენს პროდუქციას. ასევე, ვახორციელებთ სხვადასხვა კერძო ბაღის აღჭურვას, არამარტო მცირე ზომის სათამაშოებით, არამედ ფლეიგრაუნდისა და ეზოს ატრაქციონებით.
ჩვენი მიზანია, „ფემილისო“ ჩამოყალიბდეს სათამაშოების მაღაზიების ქსელად, რომელიც მომხმარებლებს განსხვავებულ კონცეფციას, ხარისხიან პროდუქტებსა და გამორჩეულ მომსახურებას მიაწვდის. გვინდა, მშობლებსა და ბავშვებს შევთავაზოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც არა მხოლოდ გასართობი, არამედ ბავშვის განვითარებისთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება. მიგვაჩნია, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში, „ფემილისოს“ აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, ქართულ ბაზარზე დაიკავოს გამორჩეული ადგილი.

რა გეგმები აქვს Family-ს 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რომელ მიმართულებებზე აპირებს კომპანია ფოკუსირებას?
2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის Family-ს მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის ძირითადი მიმართულებების გაძლიერებაა. პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებთ ფილიალების ქსელის გაფართოებაზე და ჩვენი სერვისების მეტი ოჯახისთვის ხელმისაწვდომობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზრდის პარალელურად შევინარჩუნოთ ხარისხის მაღალი სტანდარტი, გავაძლიეროთ გუნდი და მუდმივად განვაახლოთ საგანმანათლებლო პროგრამები თანამედროვე მიდგომებისა და ბავშვების საჭიროებების შესაბამისად. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა „ფემილისოს“ განვითარება. სათამაშოების ბრენდის სამ ქალაქში წარმოდგენა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ბაზარზე ჩვენი პოზიცია, განვავითაროთ გაყიდვების სხვადასხვა არხი და ეტაპობრივად ვიმუშაოთ სათამაშოების მაღაზიების ქსელის გაფართოებაზე. ასევე, ყურადღებას დავუთმობთ ბრენდის ცნობადობის ზრდას, ციფრული არხების გაძლიერებასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ბიზნესგარემოში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება, არამედ მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაც. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, Family კიდევ უფრო ძლიერი და სანდო ბრენდი გახდეს როგორც სკოლამდელი განათლების, ისე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების მიმართულებით. გვინდა, გავაგრძელოთ ზრდა ისე, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მთავარი ღირებულებები - ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება და მშობლების სიმშვიდის გარანტი.
