მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების 2 ტრილიონი ევროს ბაზარი ღიაა საქართველოს კერძო სექტორისთვის

news image
mbc image

15 თებერვალს, 11:00 საათზე თიბისი კონცეპტში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და  ექსპორტის განვითარების ასოციაცია წარმოადგენენ სახელმძღვანელოს:  ,,საჯარო შესყიდვები ევროკავშირში“. 
ღონისძიება იმართება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და  მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნოს ეს უნიკალური შესაძლებლობა და ასწავლოს, როგორ მოხვდნენ ევროკავშირის შესყიდვების ბაზარზე. 
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მრავალია წელია მხარს უჭერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო შესყიდვების რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციისკენ. რეფორმა, სხვა სარგებელთან ერთად, ქართულ კომპანიებს ანიჭებს უპრეცედენტო წვდომას ევროკავშირის შესყიდვების 2 ტრილიონი ევროს ბაზარზე. 
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა ვრცელი გზამკვლევი, რომელიც ასწავლის ქართულ კომპანიებს, როგორ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესყიდვებში.
,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2023 წლის 9 თებერვალს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დაინერგება ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას შესაბამისობაში მოიყვანს ევროკავშირის დირექტივებთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. საჯარო შესყიდვების რეფორმის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2,1 მილიარდი ლარით გაიზრდება.
USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალჩინოსნები, მათ შორის, სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე; წამყვანი ბიზნეს ასოციაციები, ანალიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები. 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა