ევროპა და შუა აზია - MSCS Georgia-ს სტრატეგიული მარშრუტები და მზარდი ტვირთბრუნვა
2026 წელს MSCS Georgia მცირე და საშუალო ტვირთების ტრანსპორტირებაზე მზარდ მოთხოვნას მზაობით ხვდება - გაფართოებული საწყობები, განახლებული ციფრული სერვისები და ახალი ლოგისტიკური არხები კომპანიასდ საშუალებას აძლევს დამკვეთებს სწრაფი, მოქნილი და ეფექტური სერვისი შესთავაზოს.
უფრო მეტს კომპანიის საქმიანობის შესახებ Business Insider Georgia-სთან MSCS Georgia-ს დირექტორი ეკატერინე სანაძე საუბრობს.
რა უპირატესობებს სთავაზობთ MSCS Georgia იმპორტიორებს კონსოლიდირებული ევროპული გადაზიდვების დროს და როგორ გაიზარდა ამ ტიპის მომსახურების მოთხოვნა ბოლო წლებში?
კონსოლიდირებული ტვირთების ტრანსპორტირება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც უკვე ათ წელზე მეტია წარმატებით ვახორციელებთ.
ყოველწლიურად ჩვენი ტვირთბრუნვა მზარდია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს შევთავაზოთ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი და ეფექტური სერვისი. კონსოლიდირებული ტვირთების ტრანსპორტირება განსაკუთრებით მოსახერხებელი ლოგისტიკური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტიორს მცირე ან საშუალო მოცულობის ტვირთის ტრანსპორტირება სჭირდება.
ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში წარმომადგენლობითი საწყობების რაოდენობა და მათი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ კონკურენტული ტარიფები და შევინარჩუნოთ მცირე სატრანზიტო ვადები, რაც იმპორტის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
განახლებული კონსოლიდირებული გადაზიდვების მოდელის მთავარი ამოცანაა მომხმარებლებისთვის იმპორტის პროცესის მაქსიმალური გამარტივება, დროისა და ხარჯების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს ტვირთების კონსოლიდაციის გაუმჯობესებას, რაც პარტნიორ საწყობებში ტვირთების უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ გაერთიანებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ევროპის მასშტაბით საწყობების ქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად ამცირებს სატრანზიტო ვადებს და ზრდის მიწოდების სისწრაფეს.
თქვენ საუბრობთ ტვირთბრუნვის ზრდაზე, რამდენად მზად არის კომპანიის ინფრასტრუქტურა გაზრდილი ნაკადების სტაბილურად სამართავად?
ბოლო წლებში MSCS Georgia გამოირჩევა გუნდის მუდმივი ზრდითა და ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებით. ჩვენი მთავარი მიდგომა თითოეული მომხმარებლისა და მისი ტვირთისადმი ინდივიდუალური ყურადღების დათმობაა, რადგან ლოგისტიკის სფეროში თითოეული ეტაპი მოითხოვს დეტალების ზუსტ გათვლასა და პროცესების მჭიდრო კოორდინაციას - როგორც ტრანსპორტირებამდე, ისე უშუალოდ გადაზიდვისა და შემდგომ ეტაპებზე.
კომპანიის ინფრასტრუქტურა სრულად არის გათვლილი გაზრდილი ტვირთნაკადების სტაბილურად სამართავად. MSCS Georgia-ს პარტნიორი კერძო საბაჟო საწყობი უზრუნველყოფს სატვირთო ავტომობილების უწყვეტ მიღებას, იმპორტირებული ტვირთების დროულ დაცლა-დატვირთვას და საბაჟო პროცედურების ოპერატიულად შესრულებას.
გარდა ამისა, წინასწარ დაგეგმილი შიდა ლოგისტიკური პროცესები გვაძლევს საშუალებას, ყოველკვირეული დატვირთვები ეფექტურად და შეფერხებების გარეშე ვმართოთ, მათ შორის სეზონურად განსაკუთრებით დატვირთულ პერიოდებშიც.
კონსოლიდირებული ტვირთების შემთხვევაში, ხშირად მთავარი გამოწვევა ტრანზიტის დროა. საშუალოდ რამდენ დღეში ხდება ტვირთის მოწოდება ევროპის ძირითადი ჰაბებიდან და ჩინეთიდან?
კონსოლიდირებული ტვირთების ტრანსპორტირების შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ნამდვილად წარმოადგენს სატრანზიტო დრო, რომელიც რიგ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს. ეს ძირითადად დაკავშირებულია ტვირთების მოცულობასთან, საზღვრებზე არსებულ რიგებთან, შემოწმების პროცედურების გახანგრძლივებასთან და სხვა გარემო ფაქტორებთან.
მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, ევროპის ქვეყნებიდან კვირაში რამდენჯერმე ვახორციელებთ კონსოლიდირებული ტვირთებით დატვირთული მანქანების ტრანსპორტირებას საქართველოს მიმართულებით. სწორედ ეს სიხშირე გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად შევამციროთ სატრანზიტო დრო.
რა ტიპის ტვირთებზეა გათვლილი თქვენი "წარმომადგენლობითი საწყობები" და სთავაზობთ თუ არა კლიენტებს დამატებით მომსახურებას?
ჩვენი სერვისები გათვლილია მსხვილი კომერციული ტიპის ტვირთების ტრანსპორტირებაზე. აღნიშნული სერვისი არ მოიცავს საამანათო, ან პირადი მოხმარების მცირე ამანათების გადაზიდვას.
რა როლს თამაშობს ციფრული ტექნოლოგიები თქვენს განახლებულ სერვისში? შეუძლიათ თუ არა კლიენტებს ტვირთის ონლაინ რეჟიმში კონტროლი?
ციფრული ტექნოლოგიები MSCS Georgia-ს განახლებული სერვისის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან და მომხმარებლებს გავუმარტივოთ ტვირთის ტრანსპორტირების პროცესზე თვალყურის დევნება თითოეულ ეტაპზე.
სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ ახალი ციფრული სისტემის დანერგვაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაეშვება. აღნიშნული პლატფორმა მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად ჰქონდეთ წვდომა საკუთარ პირად გვერდზე, სადაც განთავსებული იქნება ტვირთთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია - მიმდინარე სტატუსი, ტრანსპორტირების ეტაპები, დოკუმენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტები მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ხარისხს და მომხმარებელთა კმაყოფილებას, რაც MSCS Georgia-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
როგორია თქვენი პროგნოზი 2026 წლისთვის, რამდენად გაიზრდება მოთხოვნა მცირე და საშუალო ზომის ტვირთების ტრანსპორტირებაზე საქართველოში?
ვიმედოვნებთ, რომ 2026 წლისთვის მცირე და საშუალო ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მოთხოვნა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ზრდა იქნება გამოწვეული როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებითა და გაფართოებით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის დინამიკის გაძლიერებით.
რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ ქართულ ბაზარს და როგორ ვითარდება კომპანიის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე?
MSCS Georgia მომხმარებელს სთავაზობს სრულ ლოგისტიკურ სპექტრს, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს. ჩვენს კლიენტებს ასევე ვთავაზობთ კონსოლიდირებულ (LTL) და სრულ (FTL) ტვირთების ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით.
დამატებით, MSCS Georgia უზრუნველყოფს საბაჟო პროცედურების სრულ მომსახურებას, ტვირთის დასაწყობებისა და შიდა ტრანსპორტირების სერვისს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ ერთიანი ლოგისტიკური სერვისი. ჩვენი გამოცდილება, წარმომადგენლობითი საწყობების ქსელი და საოპერაციო მენეჯმენტი უზრუნველყოფს პროცესების სწრაფ და მაღალხარისხიან მართვას. რაც შეეხება ტვირთბრუნვას, ბოლო წლებში MSCS Georgia განაგრძობს სტაბილურ ზრდას. ტვირთბრუნვა იზრდება როგორც კონსოლიდირებული, ისე სრულად დატვირთული გადაზიდვების მიმართულებით.
რომელი გეოგრაფიული მარშრუტები ან რეგიონებია დღეს თქვენი გადაზიდვებისთვის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რატომ?
დღეის მდგომარეობით, MSCS Georgia-სთვის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მიმართულებებია ევროპა, ჩინეთი და შუა აზია, რადგან სწორედ ამ რეგიონებიდან მოდის მომხმარებელთა ძირითადი მოთხოვნა და ჩვენი პარტნიორული ქსელის ყველაზე ძლიერი ნაწილი.
ევროპიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირება გამოირჩევა მაღალი ტვირთბრუნვით და შედარებით მოკლე სატრანზიტო ვადებით. ევროპული ბაზრის სტაბილური მოთხოვნა და ჩვენი წარმომადგენლობითი საწყობების ქსელი საშუალებას გვაძლევს სწრაფი და საიმედო მიწოდება შევთავაზოთ მომხმარებლებს.
ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები მზარდია და ეს მიმართულება დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება. ამ შემთხვევაში ძირითადად საზღვაო გადაზიდვები დომინირებს, რაც ეფექტურია მოცულობითი ტვირთების ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
რომელი გადაზიდვის ფორმა სარგებლობს ყველაზე მაღალი მოთხოვნით თქვენს პრაქტიკაში - საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ტრანსპორტი?
ამ ეტაპზე ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე მაღალი მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებს აქვს. საზღვაო ტრანსპორტი კვლავ რჩება წამყვან მიმართულებად დიდი მოცულობის ტვირთებისთვის. ამასთან, საჰაერო გადაზიდვები აქტუალურია განსაკუთრებით მაშინ, როცა მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო დრო და საჭიროა ტვირთის მიწოდება ყველაზე მოკლე ვადებში.
როგორია თქვენი კომპანიის სტრატეგია ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით?
MSCS Georgia-ს სტრატეგია ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვის მიმართულებით ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს. პირველ რიგში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პროცესების ცენტრალიზაციას და სტანდარტიზაციას, რაც უზრუნველყოფს ოპერაციების სწრაფ და თანმიმდევრულ შესრულებას.
ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის წინასწარ დაგეგმვა და რისკების პროგნოზირება.
ამასთანავე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლებთან მუდმივ კომუნიკაციას. მნიშვნელოვანია რომ მათ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ტვირთის ტრანსპორტირების თითოეულ ეტაპზე და სწრაფად გავცეთ პასუხი მათ მოთხოვნებსა და ცვლილებებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.