მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

„ევროპანელი“ ასაწყობი სკოლების მოწყობის ₾19.5 მლნ-იან პროექტს განახორციელებს

news image
mbc image

„ასაწყობი, იგივე დროებითი სკოლების მოწყობის ტენდერში გამარჯვებული „ევროპანელი“ გახდა. სახელმწიფოს 750 სასკოლო მოდულის მიწოდებასა და მონტაჟს 19.5 მილიონ ლარად შევთავაზეთ. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 22.5 მილიონი ლარი იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 27 აგვისტოს გამოაცხადა. პროექტი 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული დანიშნულების მოდულის შესყიდვას ითვალისწინებს. სასკოლო სივრცეები ე.წ. სენდვიჩპანელებით მოეწყობა.

თითოეული საკლასო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე იქნება გათვლილი და გათბობისა და გაგრილების სისტემებით აღიჭურვება.
სატენდერო პირობების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დავალების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში მინიმუმ 200 მოდულის მიწოდება და მონტაჟი უნდა შევძლოთ.

მოდულების კონსტრუქციისა და გარე შემოსვის საგარანტიო ვადა მინიმუმ 10 წელია, საინჟინრო სისტემების 5 წელი, ხოლო გათბობისა და გაგრილების სისტემების 2 წელი. თავად მოდულების საექსპლუატაციო ვადა მინიმუმ 10 წლით განისაზღვრება.

მოდულური სკოლები ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან შედგება, რომელთა ადგილზე მონტაჟიც მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება იმ სკოლებში იგეგმება, სადაც ახალი შენობების მშენებლობა ან არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, „ევრო პანელ ჯგუფს“ აქვს პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

დამატებითი სერვისების ხარჯზე, „ევროპანელის“ გუნდი ქმნის სრულ კომფორტს მომხმარებლებისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ევროპანელი“ ასაწყობი სკოლების მოწყობის ₾19.5 მლნ-იან პროექტს განახორციელებს

29.10.2026.10:00

„ასაწყობი, იგივე დროებითი სკოლების მოწყობის ტენდერში გამარჯვებული „ევროპანელი“ გახდა. სახელმწიფოს 750 სასკოლო მოდულის მიწოდებასა და მონტაჟს 19.5 მილიონ ლარად შევთავაზეთ. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 22.5 მილიონი ლარი იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 27 აგვისტოს გამოაცხადა. პროექტი 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული დანიშნულების მოდულის შესყიდვას ითვალისწინებს. სასკოლო სივრცეები ე.წ. სენდვიჩპანელებით მოეწყობა.

თითოეული საკლასო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე იქნება გათვლილი და გათბობისა და გაგრილების სისტემებით აღიჭურვება.
სატენდერო პირობების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დავალების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში მინიმუმ 200 მოდულის მიწოდება და მონტაჟი უნდა შევძლოთ.

მოდულების კონსტრუქციისა და გარე შემოსვის საგარანტიო ვადა მინიმუმ 10 წელია, საინჟინრო სისტემების 5 წელი, ხოლო გათბობისა და გაგრილების სისტემების 2 წელი. თავად მოდულების საექსპლუატაციო ვადა მინიმუმ 10 წლით განისაზღვრება.

მოდულური სკოლები ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან შედგება, რომელთა ადგილზე მონტაჟიც მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება იმ სკოლებში იგეგმება, სადაც ახალი შენობების მშენებლობა ან არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, „ევრო პანელ ჯგუფს“ აქვს პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

დამატებითი სერვისების ხარჯზე, „ევროპანელის“ გუნდი ქმნის სრულ კომფორტს მომხმარებლებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა