„ევროპანელი“ GT Motors-ის ახალი FORD-ის სერვისცენტრის ფასადის პროექტს განახორციელებს
„ტერექსოსა“ და „ევროპანელს“ შორის გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულების ფარგლებში, GT Motors-ის ახალი ავტომობილების შოურუმისა და Ford-ის ახალი სერვისცენტრის ვენტილირებადი ფასადის მოწყობა განხორციელდება. პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ობიექტის შექმნას ემსახურება. თანამშრომლობის შესახებ უფრო დეტალურად „ტერექსოსა“ და „ევროპანელის“ წარმომადგენლები საუბრობენ.
რას ითვალისწინებს „ტერექსოსა“ და „ევროპანელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და რა არის პროექტის მთავარი მიზანი?
ხელშეკრულება ითვალისწინებს GT Motors-ის ახალი ავტომობილების შოურუმისა და Ford-ის ახალი სერვისცენტრის ვენტილირებადი ფასადის მოწყობას. პროექტის ფარგლებში „ტერექსო“ გენერალური კონტრაქტორის როლს ასრულებს და ობიექტის სამშენებლო პროცესზეა პასუხისმგებელი, ხოლო „ევროპანელი“ ფასადის მოწყობის სრულ ციკლს უზრუნველყოფს.

რას გულისხმობს ფასადის სამუშაოების სრული ციკლი, რომელსაც „ევროპანელი“ განახორციელებს?
„ევროპანელის“ პასუხისმგებლობა მოიცავს ფასადის მოწყობის სამივე ძირითად ეტაპს - საინჟინრო-საპროექტო სამუშაოებს, მასალების შერჩევასა და მიწოდებას და სამონტაჟო სამუშაოებს. შესაბამისად, ერთი პარტნიორი უზრუნველყოფს როგორც დეტალური საინჟინრო გეგმის მომზადებასა და შესაბამისი მასალების შერჩევას, ისე მათ უშუალო მონტაჟს ობიექტზე.
რა მასალები იქნება გამოყენებული პროექტის ფარგლებში და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ფასადი?
ფასადისთვის გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის ალუმინის ბადე-პანელები და ალუმინის ცეცხლგამძლე კომპოზიტური პანელები. მასალების შერჩევისას გათვალისწინებულია როგორც ობიექტის ვიზუალური იდენტობა, ისე სიმტკიცის, გამძლეობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნები.
რატომ შეირჩა პროექტის ფასადის სამუშაოებისთვის სწორედ „ევროპანელი“?
პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორი, რომელიც ფასადის მოწყობის სრულ პროცესს - პროექტირებიდან მასალების უზრუნველყოფასა და მონტაჟამდე ერთიანად მართავს. ასეთი მიდგომა ამარტივებს სამუშაო პროცესს, ამცირებს სხვადასხვა კონტრაქტორს შორის კოორდინაციის საჭიროებას და ზოგავს დამკვეთის დროსა და რესურსებს.
გარდა ამისა, GT Motors-ის ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობა, როგორებიცაა BMW, Ford და MINI, პროექტის მიმართ ხარისხისა და შესრულების მაღალ სტანდარტს განსაზღვრავს. „ევროპანელის“ მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი პროექტების მართვის კომპეტენცია სწორედ ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს „ტერექსოსა“ და „ევროპანელისთვის“ და რა შედეგის მიღწევას ელოდებით?
პროექტი ორივე კომპანიისთვის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მაგალითია, რადგან აერთიანებს სამშენებლო პროცესის მართვასა და ფასადის სრულ მომსახურებას ერთიან პროექტში. მთავარი მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ფუნქციური, გამძლე და ვიზუალურად გამორჩეული ფასადის შექმნა, რომელიც GT Motors-ისა და წარმოდგენილი ბრენდების იდენტობას შეესაბამება.

სხვა სიახლეები
საერთაშორისო პლატფორმა Designboom „ Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
18.08.2026.16:28
„საქართველოს გასართობი ინდუსტრიის ლიდერის - „Starring Georgia-ს“ ეკოსისტემის ფარგლებში შექმნილი „ჰეკატეს ბაღი“ საქართველოს უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე დიზაინის ენით აცოცხლებს და მას საერთაშორისო სცენაზე წარმოაჩენს“ - ასე შეაფასა საერთაშორისო პლატფორმა Designboom-მა სთარინგ ჯორჯიას ახალი პროექტი „ჰეკატეს ბაღი“.

ახალი ქართული პროექტით საერთაშორისო პლატფორმის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, ქართული შემოქმედებითი სფეროს მიღწევებმა გლობალურ პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ახალი სივრცის „ ჰეკატეს ბაღის“ კონცეფცია. Designboom ჰეკატეს ბაღს წარმოგვიდგენს, როგორც ახალი ტიპის კულინარიულ და სივრცით გამოცდილებას, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში შეიქმნა. პროექტის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ რესტორანი და სათბური ერთმანეთისგან განცალკევებული სივრცეები კი არ არის - ცოცხალი ბაღი თავად ხდება სტუმრობის გამოცდილების ნაწილი. თითქმის 100 სახეობის მცენარე იზრდება უშუალოდ სივრცეში და მათი ნაწილი გამოიყენება სამზარეულოსა და ბარში. სტუმარს შეუძლია მცენარეებს შორის გაისეირნოს, ადგილზე მოყვანილი ინგრედიენტები დააგემოვნოს და ცოცხალი მცენარე სახლშიც წაიღოს.
Designboom მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმაა არქიტექტურის, დიზაინისა და თანამედროვე კულტურის სფეროში, რომელსაც ყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ჰყავს და რომლის აუდიტორიას არქიტექტორები, დიზაინერები, დეველოპერები, სტუდენტები და სფეროს პროფესიონალები წარმოადგენენ. ქართული პროექტის Designboom-ზე გამოჩენა კი ნიშნავს, რომ პროექტი სცდება ადგილობრივ კონტექსტს და ხვდება საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში - იქ, სადაც მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნების წარმომადგენლები აღმოაჩენენ, განიხილავენ და ერთმანეთს უზიარებენ მსგავს პროექტებს.

Designboom ჰეკატეს ბაღს განიხილავს, როგორც ისტორიაზე, კულტურასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სტუმარ-მასპინძლობის ახალ მოდელს, რომელიც საქართველოს ადგილობრივ ისტორიას საერთაშორისო დიზაინის ენაზე ჰყვება. სწორედ ეს ხდის პროექტს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს: ქართული მითოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა აქ არა უბრალოდ დეკორაციად, არამედ სივრცის, დიზაინისა და სტუმრის გამოცდილების საფუძვლად არის ქცეული.
Designboom-ზე „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია თავად პროექტისთვისაც , რადგან ის პირველად ხვდება საერთაშორისო პროფესიული დიზაინისა და არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმაზე. მეორეს მხრივ კი, ქართული პროექტის საერთაშორისო პლატფოტმაზე მოხვედრა ნიშნავს, რომ ქართული ისტორია და იდენტობა გადის ადგილობრივი კონტექსტიდან დასაერთაშორისო დიზაინის დისკურსის ნაწილი ხდება.
სწორედ ამიტომ ეს პუბლიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პროექტისთვის,არამედ ზოგადად, ქართული თანამედროვე დიზაინისა და შემოქმედებითი იდეების გლობალურ სივრცეში დასამკვიდრებლად და საქართველოს, როგორც თანამედროვე, საინტერესო და ინოვაციური ქვეყნის, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოსადგენად.
„ჰეკატეს ბაღის“ იდეის ვიზუალური და სივრცითი განხორციელება, ბელგიური დიზაინის სტუდია Sempre-სთან თანამშრომლბით გახდა შესაძლებელი. ბუნებრივი მასალები, უხეში ტექსტურები, ორგანული ფორმები და მცენარეული საფარი ქმნის უწყვეტ დიალოგს კოლხეთის უძველეს კულტურას, თანამედროვე ინტერიერსა და ცოცხალ ბუნებას შორის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელით მოხატულ კერამიკულ ფილებსაც, რომლებშიც ძველი კოლხური ორნამენტები თანამედროვე ფორმით არის გააზრებული.

სტატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი სწორედ ესაა: ჰეკატეს ბაღი მხოლოდ რესტორანი ან სათბური არ არის - ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, მითოლოგიის, ბუნების, თანამედროვე დიზაინისა და გასტრონომიის ერთ სივრცეში გაერთიანების მცდელობაა. ამას ემატება გურული ღვინოები, რომლებიც, Designboom-ის შეფასებით, თანამედროვე სივრცეს საქართველოს „8 000-წლიან მეღვინეობის ტრადიციასთან“ აკავშირებს.