მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი საგზური | საქართველო არ ჩერდება

news image
mbc image

2025 წელს, საქართველოს სპორტულმა ასპარეზმა უკვე მრავალი წარმატება მოიცვა და რაოდენ სასიხარულოა, რომ პატარა ქვეყანა დიდ გამარჯვებებს სპორტის არა ერთ, არამედ რამდენიმე სახეობაში აღწევს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.

სპორტის ქართული ისტორიის მორიგი გამორჩეული ფურცელი დაწერა ფუტსალის ნაკრებმა, რომელმაც სლოვაკი ვიზავი ორმატჩიან დაპირისპირებაში, ანგარიშით 7:6 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა: ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა სტუმარი სამბურთიანი სხვაობით, 4:1 დაამარცხა და საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მიიღო. თუმცა ცხადია, მთავარი მატჩი წინ, ბრატისლავაში გველოდა. ამას ასათიანის სიტყვებიც ადასტურებდა: მატჩი ხელახლა, 0:0-დან დაიწყებაო.

მართლაც ასე იყო - სლოვაკეთში გამართული მატჩი ძალიან რთული გამოდგა. სლოვაკებმა ტაიმი ანგარიშით 2:1 მოიგეს და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, 3:1-საც იგებდნენ, თუმცა ჯერ არჩილ სებისკვერაძემ, შემდეგ კი ირაკლი თოდუამ, უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანეს და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

იმის მიუხედავად, რომ სლოვაკეთმა ძალების მოკრება კვლავ შეძლო და 2 ბურთით დაწინაურდა, საქართველო არ გატყდა და ანგარიშის შენარჩუნება შეძლო. შედეგად, ორი მატჩის ჯამში, გავიმარჯვეთ (7:6), ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ და უდიდესი სიხარული გავიზიარეთ.

მოკლედ, ტურნირთან დაკავშირებით

ისტორიაში პირველად, ფუტსალში, ევროპის პირველობას სამი ქვეყანა უმასპინძლებს: ლატვია (რიგა), ლიეტუვა (კაუნასი) და სლოვენია (ლუბლიანა). ევრო 2026 სტარტს 21 იანვარს აიღებს, ტიტულის მფლობელი კი 7 თებერვალს გამოვლინდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიაა, რომელმაც პირველობა 2018-შიც იზეიმა.
ვინ იქნება საქართველოს მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია. წილისყრა 24 ოქტომბერს, კაუნასში გაიმართება, სადაც ტურნირზე მონაწილე 16 ნაკრები A-D ჯგუფებში გადანაწილდებიან.

აქვე გაგახსენებთ, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალშიც ითამაშა. ახლა კი, ასათიანის გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის ემზადება. რატომაც არა, გამარჯვებისკენ მიმართულ ჟინს წინ ვერაფერი დაუდგება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა