მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები უკვე მიმოქცევაშია

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   მინისტრის ბრძანებით, მიმოქცევაში იქნა გაშვებული ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025-სადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა ოთხმარკიანი ფურცელი, რომლის შეძენა საქართველოს ფოსტის ფილიალებშია ხელმისაწვდომი. თითოეული საფოსტო მარკის ნომინალია 1 ლარი, ტირაჟი კი 20,000 ცალია. მარკების დიზაინის ავტორია ბადრი ქობლიანიძე.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციით და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, სამინისტროს მიერ შემუშავდა და დამტკიცდა საფოსტო მარკის „ბაკურიანი 2025" - ის დიზაინი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. კერძოდ, ბაკურიანში მიმდინარე ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას ჩვენ მარკების ახალი სერიით ვეხმიანებით. ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრის ჩატარება საქართველოს, როგორც ზამთრის კურორტების და სპორტული ტურიზმის პოპულარული მიმართულების კიდევ ერთი დიდი აღიარებაა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარკების კომისიის თავმჯდომარემ გურამ გურამიშვილმა.  

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობები განვითარდეს, ისევე, როგორც ამისთვის საჭირო საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა. „ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, შედეგი სახეზე გვაქვს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მაღალი დონის ზამთრის სპორტული აქტივობების მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე," - გურამ გურამიშვილმა. 

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025" 9 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მიიღებს. საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა