ევროპული საკონდიტრო ნედლეულის ასორტიმენტს ვზრდით და არეალს ვაფართოებთ - გაგრა+
კომპანია გაგრა+ არის წამყვანი ევროპული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. თბილისსა და რეგიონებში საკონდიტრო საწარმოებს, ძირითადად გაგრა+ ამარაგებს.
როგორც კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი ნინა ჯიმშელია აღნიშნავს, ეს არის უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნედლეული, რომელიც ევროპიდან შემოდის საქართველოში.
„სადისტრიბუციო კომპანიას წარმოვადგენთ. გვაქვს ევროპული პროდუქცია, ძირითადი ხაზი არის იტალია, რომელიც მაღალი ხარისხის ნედლეულით გვამარაგებს. უმეტესწილად ნაღები და შოკოლადებია - გასტრონომიული ინგრედიენტები, რომელიც საკონდიტროსთვის აუცილებელი ნაწარმია.
გვაქვს დეკორატიული ნივთების მრავალსახეობა, ტორტის მოსართავები და სხვა, რომელთა რაოდენობა ათასამდეა. თითქმის ყველა დიდი საკონდიტრო და საწარმო, ვისაც ტკბილეულთან შეხება აქვს, ჩვენი მომხმარებელია", - ამბობს ნინა ჯიმშელია.
კომპანიის სამომავლო გეგმაშია გაფართოება აღმოსავლეთის რეგიონების მიმართულებით, რომ სარეალიზაციო მასშტაბი გაიზარდოს.
ამ ეტაპზე გაგრა + თბილისში ორი ობიექტით არის წარმოდგენილი აღმაშენებლის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩაზე. ასევე ფლობს შოურუმებს გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
გაგრა + 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ამ ეტაპზე 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.