Eximcrop-მა კენიიდან ჩამოტანილი 24 ტონა ავოკადო ერთ თვეში გაყიდა, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს
კომპანია Eximcrop-მა კენიიდან ჩამოტანილი 24 ტონა ავოკადო ერთ თვეში გაყიდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელმა ვახტანგ გოგალაძემ განუცხადა.
კენიური ავოკადო „ნიკორას“ ქსელში გაიყიდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს ამ ფაქტს, პროდუქტის ფასზე ჰქონდა გავლენა. კერძოდ, ფასი განახევრდა და კილოგრამზე 9,95 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს.
კენიაში ავოკადოს სეზონი სექტემბერში მთავრდება, შემდეგ კი სავარაუდოდ პროდუქტის ექსპორტს ისრაელიდან და ესპანეთიდან გეგმავს, თუმცა ამ შემთხვევაში ავოკადო უფრო ძვირი იქნება. მანამდე კი თუ ხარისხი მოთხოვნის შესაბამისი აღმოჩნდა, კომპანია კენიიდან სეზონის დასრულებამდე კიდებ 50 ტონას შემოიტანს.
Business Insider Georgia-თან კომპანია Eximcrop-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში ავოკადოს ჰაბის შექმნის იდეა ამართლებს. „რა თქმა უნდა ამართლებს. ავოკადოს ჰაბის საფუძველზე ტვირთების ზრდა ნელ-ნელა მოხდება. საქართველოს მიმზიდველი და ბიზნესისთვის სტრატეგიულად საინტერესო მდებარეობა აქვს და ასევე აქ ძალიან მარტივი ბიუროკრატიაა, რაც პოზიტიური მოლოდინების საფუძველს გვაძლევს“, - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე.
შეგახსენებთ, რომ გორში, კენიური ავოკადოს პირველი ლოგისტიკური ცენტრი მაისში გაიხსნა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.