მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

„ექსტრამითი“ ასორტიმენტს აფართოებს და სწრაფი კვების პავილიონების ქსელის განვითარებას გეგმავს

news image
mbc image

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ექსტრამითი“ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და თევზის პროდუქტებს სთავაზობს. 2020 წელს კომპანიამ საქმიანობა ახალი მიმართულებით გააფართოვა და „ექსტრამითის“ სწრაფი კვების პავილიონების ქსელი განავითარა, რომლის გაფართოებასაც ამჟამად ფრენჩაიზის მოდელით გეგმავს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს თიკო ტურაბელიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით 1998 წლიდან ოპერირებს. 2010 წელს განხორციელდა რებრენდინგი და ბაზარზე „ექსტრამითის“ სახელით განაგრძო საქმიანობა. ამჟამად კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები და თევზის პროდუქტები. პროდუქციის დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში.

2020 წელს კომპანიამ ახალი მიმართულება - „ექსტრამითის“ პავილიონები განავითარა. ეს არის სწრაფი კვების ობიექტები, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტებით სხვადასხვა სახეობის სთრითფუდი მზადდება, მათ შორის ჰოთდოგები, ბურგერები და სენდვიჩები. ამჟამად ქსელი ექვს პატარა სწრაფი კვების პავილიონსა და ერთ XL ზომის პავილიონს აერთიანებს. ეს მიმართულება კომპანიის ძირითადი ბრენდის ქვეშ ჩამოყალიბებული დამატებითი ბიზნესკატეგორიაა, რომელმაც მომხმარებლებისა და ბიზნესპარტნიორების ინტერესი გამოიწვია.

დაახლოებით ერთი წლის წინ კომპანიამ პავილიონების მიმართულებით ფრენჩაიზის მოდელის განვითარებაც გადაწყვიტა. პირველი ფრენჩაიზის ობიექტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას №55-ში გაიხსნა. ამ მიმართულებით კომპანიის მიზანია, ფრენჩაიზის მოდელის საშუალებით „ექსტრამითის“ პავილიონების ქსელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში განავითაროს.

რა არის კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რა განგასხვავებთ ბაზარზე?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მომხმარებლისთვის მისაღები ფასების შენარჩუნების მცდელობაა. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული ბრენდები გვაქვს შექმნილი: პრემიუმ სეგმენტში წარმოდგენილია „ფუდ მასტერი“, ხოლო „ექსტრამითი“ მომხმარებლებს სხვა საფასო კატეგორიაში სთავაზობს პროდუქციას.

გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ პავილიონებში გამოყენებული ნედლეული მთლიანად ჩვენი წარმოებისაა, გვაძლევს შესაძლებლობას, ფასების მართვის პროცესში მეტი მოქნილობა შევინარჩუნოთ. ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პროდუქციის თვითღირებულების ზრდის მიუხედავად, ვცდილობთ, ფასები შეძლებისდაგვარად სტაბილური იყოს და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას შეესაბამებოდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა დისტრიბუციის ფართო არეალია. ხორცპროდუქტების მიმართულებით პროდუქცია მიგვაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ისეთ დასახლებებში, სადაც კონკურენტების დისტრიბუცია შესაძლოა შეზღუდული იყოს. ჩვენი მიზანია, პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებსა და სოფლებში.

რა გეგმები აქვს Extrameat-ს წლის დარჩენილი პერიოდისთვის - იგეგმება თუ არა ასორტიმენტის განვითარება ან ახალი მიმართულებების დამატება?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს ამოქმედებაა. ამ ეტაპზე საწარმოო სივრცე უკვე გარემონტებულია, შეძენილია შესაბამისი დანადგარები და მიმდინარეობს მათი მონტაჟი. ნედლად შებოლილი პროდუქტები ხორცპროდუქტების უფრო მაღალი კატეგორიაა და ამ მიმართულების დამატებით კომპანია საკუთარ ასორტიმენტს გააფართოებს.

ამასთან, ვგეგმავთ სარეალიზაციო არეალის მნიშვნელოვნად გაფართოებას, რაც გულისხმობს პროდუქციის ხელმისაწვდომობის ზრდას და თანამშრომლობის დაწყებას როგორც ქსელურ, ისე დამოუკიდებელ სასურსათო მაღაზიებთან, რათა ვუზრუნველვყოთ პროდუქციის მასშტაბური გავრცელება.

განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება „ექსტრამითის“ პავილიონების ქსელის გაფართოებაა. ფრენჩაიზის მოდელი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მზა ბიზნესკონცეფციის საფუძველზე გახსნან საკუთარი ობიექტი, კომპანიის მხარდაჭერითა და ჩართულობით. ეს მოდელი ხელს უწყობს როგორც პარტნიორების მიერ ბიზნესის დაწყებას, ისე ჩვენი ბრენდის ცნობადობის ზრდასა და ქსელის გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში.

ჩვენი მიზანია, ორივე მიმართულებით განვაგრძოთ განვითარება - გავაფართოოთ პროდუქციის ასორტიმენტი ახალი საწარმოს ამოქმედებით და ფრენჩაიზის საშუალებით უფრო მეტ მომხმარებელს გავხადოთ ხელმისაწვდომი „ექსტრამითის“ პავილიონების შეთავაზება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა - რევაზ სოხაძე

30.10.2026.10:08

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. 

„კორუფციაზე და კორუფციულ რისკებზე უკვე, მგონი, ზედმეტიც არის საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით ყველასთვის ცხადია. გადადგმული ნაბიჯებიც ადასტურებს, მგონი, საქართველოს მთავრობის მკაფიო პოზიციას ამასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სექტორში მომუშავე კომპანიები თუ ნებისმიერი აქტორი ამას გრძნობს, თუ რამდენად ხისტი დამოკიდებულებაა ჩვენი მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ.

რაც შეეხება ზოგადად პროცესის გაჯანსაღებას, ეს არის დაწყებული შესყიდვების კანონმდებლობიდან, შესყიდვების ფორმიდან, სატენდერო პირობებიდან გამომდინარე. ამის ცვლილებით თუ რა ნაბიჯებიც გადავდგით ჩვენ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაჯანსაღებულიყო და კიდევ უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო. გამჭვირვალეობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის.

ხაზი მინდა ერთ რამეს გავუსვა, რომ ჩვენთვის, და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც. კარგი, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების შექმნის ხელშეწყობა. ეს იქნება საგზაო მიმართულებით თუ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას სჭირდება ასეთი კომპანიები, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი და რთული პროექტები განახორციელოს.

თქვენ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდით, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები არის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ძლიერი კომპანიები არის ამის ერთ-ერთი გარანტი. პროფესიონალური კადრების გაზრდა, რის ნაკლებობასაც ჩვენ ნამდვილად განვიცდით დღეს ქვეყანაში, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება ტექნიკური პროფესიების განვითარებას.

ის განათლების რეფორმა, რომელსაც დღეს მთავრობა ახორციელებს, ამოგლეჯილი რეფორმები არ არის. ეს არის მთლიანი ხედვა ქვეყნის განვითარებისა, როდესაც, ერთი მხრივ, შენ განათლების რეფორმას ახორციელებ, რომლის მიზანიც ზუსტად ის არის, რომ დეფიციტური პროფესიები, მათ შორის, ერთ-ერთი მიზანია, რომ დეფიციტური პროფესიები გახდეს უფრო მოთხოვნადი და დააფინანსო ამ მიმართულებით ახალგაზრდები და ასეთი კადრები გაზარდო.

მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული სექტორის გაძლიერება, რომ შემდგომში ეს ახალგაზრდები უკვე თავისუფლად დასაქმდნენ ამ სექტორში და ხელი შეუწყონ უკვე ამ სექტორის ზრდას. ეს ყველაფერი არის კომპლექსური ხედვის ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, განვითარდეს და ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა