„ფაჩუჩი“ სახელოსნოს გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს
ხელნაკეთი თექის ფაჩუჩების მწარმოებელი კომპანია „ფაჩუჩი“, რომელიც დაახლოებით ორი წელია ბაზარზე ოპერირებს, წარმოების ზრდას გეგმავს. კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ფაჩუჩის“ თანადამფუძნებელს ელენე ბლიაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. „ასორტიმენტი უცვლელია და ძირითადად, ვმუშაობთ მხოლოდ ფაჩუჩებზე. მოთხოვნა და ინტერესი მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მზარდია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ელენე ბლიაძე.
„ფაჩუჩი“ აქტიურად გეგმავს სახელოსნოს გაფართოებას. გარდა ამისა, სამომავლო გეგმებში წარმოების ზრდაც შედის.
„გეგმაში გვაქვს სახელოსნოს ცვლილება. გარდა ამისა, გვსურს წარმოების ზრდაც. წინა წელს თუ გავყიდეთ დაახლოებით 500-700 რაოდენობის ფაჩუჩი, გვსურს რაოდენობა 1000-1500-მდე გავზარდოთ, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ელენე ბლიაძე.
ზამთრის პერიოდში პროდუქცია გაიგზავნა ინგლისში, საიდანაც საკმაოდ კარგი გამოხმაურებები იქნა მიღებული.
„ინგლისში გავაგზავნეთ საკმაოდ დიდი შეკვეთა. ამ ზამთარში დაახლოებით 80 წყვილი წაიღეს და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა. ადგილობრივი ქართველი დაგვიკავშირდა, რომელიც ეპოქსიდის ნივთებით პატარა სუვენირებს აკეთებდა და დაიმატა ჩვენი თექის ფაჩუჩებიც. გაზაფხულიდან, ვგეგმავთ ტურისტული სეზონისთვის მზადებას “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ელენე ბლიაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.