ფაგების მიმართულებით ინვესტორების ინტერესი გლობალურად მზარდია - ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი
ფაგების მიმართულებით ინვესტორების ინტერესი გლობალურად მზარდია და ყოველწლიურად ამ სფეროში რამდენიმე ათეული ინვესტიცია ხორციელდება, - აცხადებს ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით, კომპანია უკვე გეგმავს მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის გადამზადების პროგრამებისა და უნიკალური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ღოლიჯაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების პირობებში, მიზანი ინოვაციური პროცესების უწყვეტი განვითარებაა.
„ვფიქრობ, რომ ამ სექტორში მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ინვესტიცია ხორციელდება უშუალოდ ფაგების მიმართულებით. ეს არ ეხება მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს. ჩვენ უკვე ვგეგმავთ ახალ, საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის გადამზადებისა და უნიკალური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ინსტიტუციურ, ისე არაინსტიტუციურ დონეზე, გვაქვს კონკრეტული გეგმები. დიდი იმედი გვაქვს, რომ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა კვლავ შედგება და ამ მიმართულებით გვექნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა უზრუნველვყოთ განგრძობითი ინოვაცია“, - ამბობს რატი ღოლიჯაშვილი.
რატი ღოლიჯაშვილი განცხადებით, ფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალი მნიშვნელოვნად მზარდია. მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს, თუმცა მომავალში ბაზრების გაფართოება და ათეულობით ქვეყნის მოცვა როგორც სექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკის შემოსავლებს საგრძნობლად შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - გოჩა კამკია
05.09.2026.23:19
მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - აღნიშნულის შესახებ გოჩა კამკიამ, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.