საზოგადოებაში დღეს ფაგებთან მიმართებით ცნობიერება გაზრდილია - „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი
ფაგებთან მიმართებაში დღეს საზოგადოებაში ცნობიერება გაზრდილია, - აცხადებს ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განცხადებით, საქართველოში ფაგების ტექნოლოგიის განვითარება თითქმის საუკუნოვან ისტორიას ითვლის და სათავეს გიორგი ელიავასა და ფრანგი მეცნიერის, ფელიქს დერელი მიერ დაარსებული ბაქტერიოფაგის ინსტიტუტიდან იღებს. მისი თქმით, სწორედ ამ ისტორიულ საფუძველზე აგრძელებს კომპანია საქმიანობას და ფაგებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებას.
„ჩვენ ფაგების ტექნოლოგიას ხშირად „ძველ ახალ ტექნოლოგიას“ ვეძახით. როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. ეს ყველაფერი 100 წლის წინ დაიწყო საქართველოში, როდესაც გიორგი ელიავამ თავის ფრანგ კოლეგასთან, ფელიქს დერელთან ერთად, დააარსა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი. ჩვენი საწარმო სწორედ ამ ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზეა დაფუძნებული, იმავე ლოკაციაზე.
ნამდვილად სიმბოლურია და, ფაქტობრივად, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს ისტორიული ნოუ-ჰაუ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტად გარდაგვექმნა. დღეს ცნობადობა საგრძნობლად არის გაზრდილი“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
მისი თქმით, ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატები საქართველოში ფართოდ გამოიყენება და მომხმარებელთა შორის მაღალი ნდობითაც სარგებლობს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ერთ-ერთი ფლაგმანი პროდუქტი „ფაგიო“ ბევრ ოჯახში უკვე ცნობილია, ფაგოთერაპიის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობადობის გაზრდა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.