მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

FAO-ს საერთასორისო ექსპერტმა ქართველ მეღვინეებს ტრენინგი ჩაუტარა

news image
mbc image

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ქართული ღვინის მეწარმეებისთვის სამ დღიანი ტრენინგების სერია ჩაატარა. ინფორმაციას FAO ავრცელებს. 

საგანმანათლებლო შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტსა და თბილისში გაიმართა. მათ ორმოცზე მეტი ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეწარმე დაესწრო კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭიდან. ტრენინგების სერია FAO-ს ვენახის ინტეგრირებული მართვის საერთაშორისო ექსპერტმა – ხულიო პრიეტო დიასმა შეიმუშავა და ჩაატარა.

საგანმანათლებლო კომპონენტი, საქართველოში ღვინის მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კონტექსტზე მორგებული ცოდნის გაზიარებით განხორციელდა. ამასთანავე, ტრენინგები კერძო სექტორს ეხმარება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტების მიღებაში.

ტრენინგის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ზამთრის სხვლა, როგორც მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაზრდისა და გაუმჯობესების განმაპირობებელი აქტივობა.

აღსანიშნავია, რომ ვენახის სწორად სხვლა სურსათის უვნებლობასაც ხელს უწყობს, რადგან ის ამცირებს დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ზედმეტი ფუნგიციდის გამოყენების საჭიროებას. FAO-ს ტრენინგის კიდევ ერთი საკითხი მავნებლებისა და დაავადებების ინტეგრირებული მართვა (IPM) იყო, რომელიც სოკოვან დაავადებებთან გამკლავებასა და საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში გავრცელებული ორი სახეობის მავნებლის (Lobesia Botrana – ევროპული ყურძნის ჭია და Planococcus citri Risso – ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა)

„გამრავლების შემაფერხებელ პროგრამას“ მოიცავს. „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ვენახის მართვის მდგრადი მეთოდები, რომლებიც FAO-მ შემოიტანა, საქართველოს ღვინის მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. 2022 წელს, FAO-მ Lobesia Botrana-ს საწინააღმდეგოდ, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ განახორციელა. ღვინის მეწარმეებმა შესანიშნავი შედეგები მიიღეს – მათ ნაკლები ფული დახარჯეს ქიმიკატებზე და ამავდროულად, მეტი მოსავალი აიღეს. ამასთანავე, ფუნგიციდისა და პესტიციდის ნარჩენების შემცირებით, მათ საკუთარი ყურძნისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაც შეძლეს. პროგრამაში ჩართულმა ღვინის მეწარმეებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ევროპული სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.

„ქართული ღვინის მეწარმეებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზა ზიარდება ქვეყნისა და საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. გასულ კვირას შესწავლილი ტექნიკების გამოყენებით, ტრენინგებში მონაწილე მეწარმეები შეძლებენ წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მათ პროდუქტს კიდევ უფრო უვნებელსა და კონკურენტუნარიანს გახდის საექსპორტო ბაზრებზე”, - განაცხადა ჟორჟ დეუმ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

პრიეტო დიასი საქართველოში უკვე შვიდჯერ ჩამოვიდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

ვენახის ინტეგრირებულ მართვის ტრენინგი ამ დროისთვის დაახლოებით 120 ბენეფიციარს აქვს გავლილი. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, 12 ღვინის მეწარმე, ჯამში 209 ჰა. მოცულობის ვენახით, „გამრავლების შემაფერხებელ პროგრამაში“ ჩაერთო.

ისინი აღნიშნავენ, რომ მოსავალი დაახლოებით 40%-ით გაეზარდათ, ხოლო ყურძნის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ევროკავშირი და FAO, ინტეგრირებული მართვის ტრენინგების ორგანიზებით 2023 წელს გააგრძელებენ ქართული ღვინის მეწარმეების მხარდაჭერას; ასევე ღვინის ახალ მეწარმეებს დაეხმარებიან „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამით“. პროგრამაში 2022 წელს ჩართული ბენეფიციარები კი კვლავ მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა