მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

ფაქტორინგი არის ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვაჭრობის სფეროში დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს შექმნის - ვახტანგ შურღაია

news image
mbc image

ფაქტორინგის შესახებ ახალი კანონი კომპანიებს საშუალებას მისცემს დებიტორული დავალიანება სწრაფად მონეტიზაცია გაუკეთონ და ლიკვიდობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ ისაუბრა. 

ვახტანგ შურღაიას შეფასებით, კანონი ბაზარზე ახალ მოთამაშეებს შემოიყვანს და ბანკებთან კონკურენციას გააძლიერებს, რაც დაფინანსების ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ძალიან საინტერესო კანონია ფაქტორინგის შესახებ, რომელიც აპრილში მიიღო პარლამენტმა. ეს არის ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დაფინანსების დამატებით გზებს ძირითადად ვაჭრობის სფეროში შექმნის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დებიტორული დავალიანების გაყიდვის საშუალება. მაგალითად, როდესაც საქონელი ქსელურ მაღაზიაში შეგაქვთ, ნაცვლად იმისა, რომ 45-დღიან ან ერთთვიან კონსიგნაციას ელოდოთ, შეგიძლიათ ეს დავალიანება ფაქტორინგულ კომპანიას მიჰყიდოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ 40-დღიანი ან ორთვიანი ლოდინის ნაცვლად, თანხა პრაქტიკულად მეორე დღესვე მიიღოთ და თქვენი მოთხოვნა დაიკმაყოფილოთ. ეს ერთგვარი დამატებითი სტიმული იქნება ვაჭრობაში. უხეში გათვლებით ეს სფერო არის დაახლოებით 20 მილიარდიანი, შესაბამისად ბანკები დღეს ამ სფეროში მოღვაწეობენ და დამატებითი ფაქტორინგული კომპანიები შემოვლენ ამ ბაზარზე, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ მათ შორის ბანკებს დაფინანსების კუთხით“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია. 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი წესით კომპანიებს აღარ მოუწევთ სესხზე დამოკიდებულება, ფაქტორინგი მათ საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნები გაყიდონ და დაფინანსება სწრაფად მიიღონ.

„ეს იქნება დამატებითი საშუალება ბიზნესისთვის შესაბამისად, რომ დაიკმაყოფილოს თავის მოთხოვნა, იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს უწევთ მათ საბრუნავი საშუალების დაფინანსება, რაც მათ სწავლაზეა დამოკიდებული, მათ ზოგად ფინანსურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული - რამდენად უზრუნველყოფილები არიან და ასე შემდეგ სესხის გაცემის დროს ბანკი ამ ყველაფერს უყურებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ექნება მხოლოდ ვალი ვისგან არის ამოსაღები. ანუ პირიქით შენ არანაირი ვალდებულება აღარა გაქვს, უბრალოდ შენ იმ დავალიანებას, რომელიც შენს მიმართ გააჩნიათ, იმას ყიდი და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ფასდაკლებით, რაც იქნება ახლა საბაზრო. ამ საბაზროსთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებასაც იძლევა კანონი, რაც ნიშნავს რომ შეიქმნება პლატფორმა, სადაც ფაქტორინგული კომპანიები იქნებიან და შესაძლებლობა გექნება ღიად განათავსო იმ შენი დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად ნახო მარტივად, რომელი უფრო საუკეთესო შეთავაზებას გაგიკეთებს და შესაბამისად ამ საუკეთესო შეთავაზებიდან მერე აირჩიო რომელიც გინდა“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

16.09.2026.18:19

საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას   30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).

შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes

აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner

თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty

სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona

ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson

საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV

შეთავაზებით სარგებლობა მარტივია-  საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.

გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები

რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:

  • New Light - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 300 ლარი; არ ვრცელდება გარკვეული მოდელის სანათებსადა ნათურებზე
  • JBL, Shark | Ninja, Dyson - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 200 ლარი
  • BOSS - მოქმედებს 30% ქეშბექი ლიმიტის გარეშე
  • Chicco - ვრცელდება მხოლოდ Chicco-ს ბრენდის პროდუქციაზე
  • Regalia - არ ვრცელდება Tsikolia-ს პროდუქციაზე
  • GMT- არ ვრცელდება Ronius-ზე
  • Lutecia - არ ვრცელდება Chanel, Dior, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto და Lutecia ბრენდებზე, ასევე სასაჩუქრე და ლოიალობის ბარათებზე
  • Ici Paris - არ ვრცელდება Chanel, Tom Ford, Byredo, Casamorati, Juliette Has a Gun, Xerjoff, Roja, Vilhelm Parfumerie, YSL და Giorgio Armani ბრენდებზე, სასაჩუქრე ბარათებზე, აგრეთვე ICI MIX ნაკრებებზე

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა