მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფარმსახლი პირველი ფარმაცევტული კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც მომხმარებელს სააფთიაქო რობოტის მომსახურება შესთავაზა

news image
mbc image

ევროპული სააფთიაქო ალიანსის წევრი „ფარმსახლი“ პირველი ფარმაცევტული კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც 2023 წლის 7 ივლისს, სააფთიაქო ქსელში მაღალტექნოლოგიური მომსახურება დანერგა სლოგანით - „Future is now” და მომხმარებელს სააფთიაქო რობოტის მომსახურება შესთავაზა.

ექსკლუზიური შეთანხმება “ფარმსახლსა” და გერმანულ კომპანია „BD ROWA“-ს შორის 2022 წელს გაფორმდა.  „BD ROWA“ ლიდერი კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 25 წელია აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ, სამედიცინო სისტემებს. კომპანიის მიერ წარმოებული 12 000 რობოტი, მსოფლიოს 60 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „BD“-ს წლიური ბრუნვა 18 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სააფთიაქო რობოტი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ამარტივებს და ასწრაფებს სამუშაო პროცესებს. გამორიცხავს წამლის გაცემისას დაშვებული შეცდომის ალბათობას. აკეთებს მარაგების პერიოდულ ოპტიმიზაციას, ალაგებს ახალ მედიკამენტებს ადამიანის ჩარევის გარეშე, რითაც ამსუბუქებს სამუშაო პროცესს ფარმაცევტებისთვის. ამასთანავე,  სააფთიაქო რობოტი  დაახლოებით 90%-ით  ამცირებს  მომსახურების დროს, რაც აუმჯობესებს  მომსახურების ხარისხს. ჯანდაცვის და ტექნოლოგიების შერწყმა ეს არის ფარმაციის მომავალი, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს.

„სააფთიაქო ქსელის დიჯიტალიზაცია და ინოვაციური ფარმაცევტული სერვისების დანერგვა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქსელში დასაქმებული ფარმაცევტებისთვის, ასევე „ფარმსახლის“ მომხმარებლებისთვისაც. მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური მომსახურების ინტეგრირება სააფთიაქო ქსელში, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში,  ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც. ჩვენთვის საამაყოა, რომ  სამედიცინო სისტემების მწარმოებელი, ლიდერი კომპანია „BD ROWA“ „ფარმსახლის“ ექსკლუზიური პარტნიორია და იწყებს ოპერირებას საქართველოს ბაზარზე“ - აცხადებენ „ფარმსახლის“ მენეჯმენტში.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა