მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.8
-0.0052
flag
AZN 1.5614
-0.0009
flag
CNY 39.274
-0.0027
flag
EUR 3.0787
-0.0048
flag
GBP 3.5605
-0.0041
flag
KZT 54.25
-0.0026
flag
TRY 0.0573
-0.0001
flag
USD 2.6543
-0.0011
news banner

Felino Milano ექსკლუზიური კოლექციების გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებაზე მუშაობს

news image
mbc image

Felino Milano 2019 წლიდან ქართულ საიუველირო ბაზარზე იტალიური ელეგანტურობის, ხარისხისა და სანდოობის სტანდარტს ქმნის. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი კოლექციების განვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ბრენდის მიმდინარე სიახლეებსა და განვითარების ხედვაზე Business Insider Georgia „ფელინო მილანოს“ თანადამფუძნებელსა და Art დირექტორს, თათა ენუქიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები და რა მიმართულებებზე მუშაობს კომპანია ამ ეტაპზე?

Felino Milano მუდმივად ვითარდება მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. მიმდინარე ეტაპზე ჩვენი მთავარი აქცენტი ექსკლუზიური კოლექციების გაფართოებაზე, იტალიური დიზაინის ახალი ხაზების შემოტანასა და მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნაზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სამკაული არა მხოლოდ აქსესუარი, არამედ ემოცია და პიროვნული სტილის გამოხატულება იყოს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხს, დიზაინსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები საიუველირო ბაზარზე და რომელ პროდუქტებზეა ყველაზე მაღალი ინტერესი?

დღეს მომხმარებელი გაცილებით მეტად ინფორმირებული და მომთხოვნია. თუ ადრე არჩევანი ძირითადად ვიზუალურ მხარეზე კეთდებოდა, ახლა მომხმარებელი ინტერესდება სამკაულის ხარისხით, მასალებით, სანდოობით და ბრენდის ისტორიით. განსაკუთრებული მოთხოვნა შეინიშნება ბრილიანტის სამკაულებზე, ყოველდღიური ტარებისთვის განკუთვნილ მინიმალისტურ ოქროს კოლექციებზე და ისეთ დიზაინებზე, რომლებიც კლასიკას თანამედროვე ელემენტებთან აერთიანებს. ასევე იზრდება ინტერესი ისეთი სამკაულების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების სიმბოლოდ იქცევა.

რა შედეგები მოიტანა ლოიალობის პროგრამამ და როგორ აისახა ის მომხმარებელთა აქტივობაზე?

ჩვენთვის ლოიალობის პროგრამა მხოლოდ კომერციული ინსტრუმენტი არ არის - ეს არის მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ფორმა. პროგრამის დანერგვის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა განმეორებითი ვიზიტებისა და შესყიდვების რაოდენობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებაა. დღეს Felino Milano-ს ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ბრენდს არა მხოლოდ არჩევენ, არამედ საკუთარ ახლობლებსაც ურჩევენ. ეს არის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი ხედვაა, Felino Milano კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს, როგორც მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინისა და სანდო მომსახურების სიმბოლო ქართულ საიუველირო ბაზარზე. ვგეგმავთ საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, ახალი ბრენდებისა და კოლექციების შემოტანას, ასევე მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ციფრულ სივრცეში. გვჯერა, რომ წარმატების საფუძველი ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელთან გულწრფელი ურთიერთობაა და სწორედ ამ პრინციპებით ვაგრძელებთ განვითარებას.

„Felino Milano - იტალიური ელეგანტურობა, რომელიც ქართულ ბაზარზე ხარისხისა და ნდობის სტანდარტს ქმნის".

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Felino Milano ექსკლუზიური კოლექციების გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებაზე მუშაობს

18.06.2026.14:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა