ფერმერების მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში საკმაოდ აქტიური იყო და, ბუნებრივია, გარკვეულწილად სეზონურ ხასიათსაც ატარებდა - „აგრიქულას“ გაყიდვების ხელმძღვანელი
„აგრიქულა“ ფერმერებს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო პროდუქციისა და სერვისების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. პლატფორმა აერთიანებს ფართო ასორტიმენტს, პროფესიულ კონსულტაციას, ონლაინ შესყიდვასა და პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
როგორ აფასებს „აგრიქულა“ 2026 წლის პირველ ნახევარს, როგორ იცვლება ფერმერების მოთხოვნები და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „აგრიქულას“ გაყიდვების ხელმძღვანელი ლიკა ჭიჭაყუა ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით „აგრიქულასთვის“ 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?
2026 წლის პირველ ექვს თვეს „აგრიქულასთვის“ ნამდვილად დადებითად შევაფასებდი. ამ პერიოდში გავიზარდეთ როგორც გაყიდვების, ისე მომხმარებელთა რაოდენობისა და ცნობადობის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს „აგრიქულას“ უკვე გაცილებით მეტი ფერმერი იცნობს და იყენებს არა მხოლოდ როგორც ონლაინ მაღაზიას, არამედ როგორც პლატფორმას, სადაც მისთვის საჭირო პროდუქტის მოძიება, შერჩევა და შეძენა მაქსიმალურად მარტივად შეუძლია.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა. თუ რამდენიმე წლის წინ ონლაინ შეკვეთის განთავსებისას ფერმერების ნაწილს ჩვენი გუნდის დახმარება სჭირდებოდა, დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს - მომხმარებლები დამოუკიდებლად არჩევენ პროდუქტებს, ათავსებენ შეკვეთას და გადიან შეძენის პროცესს დამატებითი დახმარების გარეშე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ნიშნავს, რომ შევძელით პლატფორმა რეალურად მომხმარებელზე მორგებული და მარტივი გაგვეხადა.
ამასთანავე, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ პროდუქტის ონლაინ გაყიდვა. ვცდილობთ, ფერმერს შევუქმნათ სრულყოფილი და კომფორტული შესყიდვის გამოცდილება - შევთავაზოთ ფართო ასორტიმენტი ერთ სივრცეში, მის საჭიროებებზე მორგებული გადახდის შესაძლებლობები, მათ შორის განვადება, პროფესიული კონსულტაცია და პროდუქტის ადგილზე მიწოდება საქართველოს პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში, სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
საბოლოოდ, 2026 წლის პირველი ნახევრის მთავარ შედეგად გამოვყოფდი არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ ნდობის ზრდასაც. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ უფრო და უფრო მეტი ფერმერისთვის ონლაინ შეძენა უკვე ბუნებრივი და კომფორტული პროცესია. სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ „აგრიქულას“ განვითარებასაც - ტექნოლოგიების დახმარებით ფერმერისთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
როგორი იყო ფერმერების მოთხოვნა „აგრიქულას“ სერვისებზე წლის პირველ ნახევარში და რომელ მიმართულებებზე გამოიკვეთა ყველაზე მეტი ინტერესი?
ფერმერების მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში საკმაოდ აქტიური იყო და, ბუნებრივია, გარკვეულწილად სეზონურ ხასიათსაც ატარებდა. სოფლის მეურნეობაში საჭიროებები სეზონების მიხედვით იცვლება - სხვადასხვა პერიოდში აქტუალური ხდება კონკრეტული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, მცენარეთა დაცვა, მავნებლებთან ბრძოლა თუ სხვა სეზონური სამუშაოები. შესაბამისად, მოთხოვნაც სწორედ ამ საჭიროებებს მიჰყვება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მხოლოდ გაყიდვების ჭრილში არ ვუყურებთ. მუდმივად ვაკვირდებით, რა სჭირდება ფერმერს კონკრეტულ პერიოდში და ვცდილობთ, შესაბამისი პროდუქცია დროულად იყოს მისთვის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა სწორედ სეზონურ პროდუქტებზე ფიქსირდება.
ამასთანავე, საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა ფერმის მცირე ინვენტარისა და ტექნიკის მიმართულებით მზარდი ინტერესი. ფერმერები სულ უფრო მეტად ცდილობენ ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივებასა და მცირე მასშტაბის მექანიზაციას. შესაბამისად, მოთხოვნადია ისეთი ინვენტარი და ტექნიკა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაზოგონ დრო, შეამცირონ ხელით შრომა და უფრო ეფექტიანად მართონ მეურნეობა.
საბოლოოდ, ჩვენთვის ეს ტენდენციები ერთ რამეს აჩვენებს - თანამედროვე ფერმერის მოთხოვნა თანდათან იცვლება. მას აღარ სჭირდება მხოლოდ კონკრეტული პროდუქტი; მისთვის მნიშვნელოვანია, ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა როგორც სეზონური პრობლემების გადასაჭრელ საშუალებებზე, ისე იმ ინვენტარსა და ტექნიკაზე, რომელიც მეურნეობის განვითარებასა და სამუშაო პროცესების გამარტივებაში დაეხმარება. სწორედ ამ მოთხოვნის შესაბამისად ვავითარებთ „აგრიქულას“ ასორტიმენტსა და სერვისებს.
„აგრიქულა“ ფერმერებისთვის არა მხოლოდ პროდუქციის, არამედ კონსულტაციისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობასაც ქმნის - როგორ განვითარდა ეს მიმართულება 2026 წლის პირველ ნახევარში და რა შედეგი ჰქონდა საგანმანათლებლო აქტივობებსა და ტრენინგებს?
ჩვენთვის „აგრიქულა“ თავიდანვე არ ყოფილა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის პლატფორმა. ჩვენი მიზანია, ფერმერს პროდუქტთან ერთად მივცეთ ცოდნა, პროფესიული კონსულტაცია და მხარდაჭერა, რაც საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. 2026 წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით განხორციელებულმა აქტივობებმა კიდევ უფრო გააძლიერა მომხმარებლის ნდობა ჩვენი პლატფორმისა და გუნდის მიმართ.
„აგრიქულას“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა პროფესიონალი სპეციალისტების გუნდია - ვეტერინარები და აგრონომები, რომლებიც მომხმარებლებს საჭიროების შესაბამისად უწევენ კონსულტაციას. ფერმერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შეძენისას მხოლოდ არჩევანის წინაშე არ დარჩეს და ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს პროფესიული ინფორმაცია მისი დანიშნულების, სწორად გამოყენებისა და კონკრეტულ საჭიროებასთან შესაბამისობის შესახებ.
ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა ფორმით ვცდილობთ. მათ შორის გვაქვს საგანმანათლებლო აქტივობები და სპეციალური კამპანიები, როდესაც კონკრეტული პროდუქციის შეძენისას მომხმარებლებს შესაბამის თემატურ ლიტერატურასა და პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს ვთავაზობთ საჩუქრად. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მცირე ინიციატივა ჩანდეს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერს პროდუქტთან ერთად მივაწოდოთ ცოდნაც, რომელიც მას მომავალშიც გამოადგება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა. ტექნიკის მიმართულებით გვაქვს საკუთარი ტექნიკური ბაზა, სადაც შესაძლებელია ჩვენს გაყიდვაში არსებული ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება და აღდგენა. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა მომხმარებელთან პროდუქტის გაყიდვით არ სრულდება - ვცდილობთ, საჭიროების შემთხვევაში მას შემდგომი მომსახურებაც შევთავაზოთ.
ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი - გაიზარდა ნდობა „აგრიქულას“ მიმართ. როდესაც მომხმარებელმა იცის, რომ მის უკან დგას პროფესიონალი გუნდი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა, გაუზიაროს ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მხარდაჭერაც აღმოუჩინოს, ურთიერთობა სცდება ერთჯერად ყიდვა-გაყიდვას და გრძელვადიან პარტნიორობად ყალიბდება. სწორედ ეს არის მიმართულება, რომლის კიდევ უფრო განვითარებასაც ვგეგმავთ.
რა არის „აგრიქულას“ მთავარი პრიორიტეტები და გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა სერვისების გაფართოება, ახალი მიმართულებების დამატება ან რეგიონებში ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა?
2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ ფერმერია - გვინდა, „აგრიქულას“ სერვისებით სარგებლობა მისთვის კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს, მიუხედავად იმისა, საქართველოს რომელ რეგიონში საქმიანობს.
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლის საჭიროებებს და სწორედ მათი უკუკავშირის საფუძველზე ვავითარებთ როგორც პლატფორმას, ისე მომსახურების პროცესს. ვმუშაობთ ონლაინ გამოცდილების კიდევ უფრო გამარტივებაზე, ასორტიმენტის განვითარებაზე, მიწოდების პროცესის გაუმჯობესებასა და პროფესიული მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ხელმისაწვდომობა. თანამედროვე ფერმერს ხარისხიან პროდუქტზე, პროფესიულ კონსულტაციასა და შესაბამის სერვისებზე წვდომისთვის არ უნდა უწევდეს დიდი მანძილის გავლა. სწორედ აქ ვხედავთ „აგრიქულას“ ონლაინ პლატფორმის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას — საჭირო პროდუქტი და ინფორმაცია მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფერმერთან, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა.
რაც შეეხება ახალ მიმართულებებს, „აგრიქულას“ განვითარება უწყვეტი პროცესია. ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ მეტი პროდუქტის ან სერვისის დამატება - მნიშვნელოვანია, თითოეული სიახლე რეალურ საჭიროებას პასუხობდეს და მომხმარებლისთვის პრაქტიკულ ღირებულებას ქმნიდეს.
შესაბამისად, წლის მეორე ნახევარშიც ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება მომხმარებელზე ორიენტირებული განვითარება: უფრო მარტივი პლატფორმა, უფრო ხელმისაწვდომი სერვისი, ფართო არჩევანი და კიდევ უფრო ძლიერი კავშირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ფერმერებთან.
ინფორმაციისთვის, „აგრიქულას“ სერვის ცენტრი მდებარეობს თბილისში, სამგორის მეტროს მიმდებარედ, ქეთევან დედოფლის გამზ. №77 ნომერში. ფიზიკური სივრცის გარდა, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაც, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მათ მომსახურებას. ვებ-საიტის მეშვეობით ფერმერებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ საჭირო პროდუქცია - ვეტერინარული მედიკამენტები, საკვები, ტექნიკა და სხვა. მიწოდება ხდება დროულად და უსაფრთხოდ.
სხვა სიახლეები
უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი
05.10.2026.19:27
რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.
უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.
უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.
- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.
ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?
„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.