მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

Fermio-ს განვითარების ახალი ეტაპი - აგროტურიზმი, ბიზნესთან თანამშრომლობა და საერთაშორისო გეგმები

news image
mbc image

Fermio პლატფორმის განვითარებას აგრძელებს და საქმიანობის ახალ მიმართულებებს ითვისებს. ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება, აგროტურიზმის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაფართოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია. Fermio-ს სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე სიხარულიძე ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს „ფერმიოს“ ამ ეტაპზე და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?

ამ ეტაპზე Fermio განვითარების საკმაოდ საინტერესო ეტაპზეა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სიახლეები გვქონდა როგორც პლატფორმის ფუნქციონალის, ისე ახალი მიმართულებების განვითარების კუთხით.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბიზნესსექტორთან ურთიერთობის განვითარებას. ამ მიმართულებით ვამზადებთ კიდევ ერთ სიახლეს: ბიზნესებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც Fermio-ზე ადგილობრივი მწარმოებლებისგან პროდუქციის შესყიდვის შეკვეთებს განათავსებენ, მიენიჭებათ სპეციალური სტატუსი. მათ ასევე დაეთმობათ ცალკე სივრცე პლატფორმაზე, სადაც გამოჩნდებიან როგორც ქართული წარმოებისა და ქართველი მეწარმეების მხარდამჭერები. გვინდა, ამ გზით წავახალისოთ ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვა და ბიზნესებსა და მწარმოებლებს შორის უფრო მეტი პირდაპირი თანამშრომლობა შევქმნათ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აგროტურიზმის მიმართულების გაფართოებაა. ვამზადებთ ახალ განახლებას, რომელიც მარნებს, გიდებს, მასტერკლასებსა და რეგიონებში არსებულ ტურისტულ გამოცდილებებს გააერთიანებს.

ჩვენი მთავარი მიზანია, Fermio ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ ციფრულ პლატფორმად, რომელიც სოფელში არსებულ შესაძლებლობებს ერთ სივრცეში გააერთიანებს და ადგილობრივ მწარმოებლებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს პირდაპირ დააკავშირებს.

წინა ინტერვიუში საუბრობდით ფასის ინდიკატორის დანერგვასა და მოსავლის სტატისტიკის განვითარებაზე. რა ეტაპზეა ამ პროექტების განხორციელება?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა პლატფორმაზე მოთხოვნისა და ფასების სტატისტიკის დამატება. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ნახონ, რომელ პროდუქტებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და რა ფასად არის წარმოდგენილი სხვადასხვა პროდუქტი.

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან Fermio-ზე ყოველდღიურად თავს იყრის ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტის, ფასისა და მომხმარებელთა მოთხოვნის შესახებ. ამ მონაცემების დაგროვება და გაანალიზება გვაძლევს შესაძლებლობას, ეტაპობრივად შევქმნათ უფრო სრულყოფილი სტატისტიკა, რომელიც ფერმერებს დაეხმარება უკეთ დაინახონ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, შეადარონ პროდუქტების ფასები და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისას.

რაც შეეხება მოსავლის სტატისტიკას, ამ მიმართულებითაც ეტაპობრივ განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენი ხედვაა, პლატფორმაზე დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე შევქმნათ რეგიონებისა და სეზონების მიხედვით მოსავლის ანალიტიკა. რომლითაც, შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რომელ რეგიონში რა მოსავალი მოვიდა

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, Fermio გახდეს არა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვისა და მოძიების სივრცე, არამედ მონაცემებზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებს წარმოების დაგეგმვაში, ბაზრის საჭიროებების განსაზღვრასა და პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.

ამ ყველაფრის მთავარი ღირებულება ის იქნება, რომ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ვარაუდებზე აღარ იქნება დამოკიდებული - ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეყრდნონ პლატფორმაზე დაგროვებულ რეალურ მოთხოვნასა და საბაზრო ინფორმაციას.

როგორ შეიცვალა პლატფორმაზე მოთხოვნა? რომელი კატეგორიებია ყველაზე აქტიური და რამდენად გაიზარდა ბიზნესსექტორის ინტერესი „ფერმიოს“ მიმართ?

ბოლო პერიოდში პლატფორმაზე მოთხოვნა უფრო მრავალფეროვანი გახდა. აქტიურია ადგილობრივი აგროპროდუქტების, ცხოველებისა და ფრინველების, სასოფლო-სამეურნეო მომსახურებებისა და ტექნიკის კატეგორიები. ასევე იზრდება ინტერესი გასაქირავებელი ობიექტებისა და აგროტურიზმის მიმართულებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნესსექტორის ინტერესი. ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია და მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან პროდუქციის შესყიდვის, საჭირო რაოდენობებისა და ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობის საკითხებზე. ეს მიმართულება სულ უფრო აქტიური ხდება და ვხედავთ, რომ ბიზნესისთვის საინტერესოა ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ მწარმოებლებისგან მიღება.

რა შედეგები აქვს აგროტურიზმის მიმართულებას და რამდენად აქტიურად იყენებენ პლატფორმას საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები და ტურისტული ობიექტები?

აგროტურიზმის მიმართულება ჩვენთვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები და სხვადასხვა ტურისტული ობიექტი.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც უცხოელი ტურისტები ერთმანეთს თავად ურჩევენ Fermio-ს, როგორც საქართველოში აგროტურისტული შესაძლებლობების აღმოჩენის საინტერესო და უნიკალურ პლატფორმას.

ამ მიმართულებით კიდევ უფრო ფართო გეგმები გვაქვს. ვაპირებთ პლატფორმაზე საქართველოს მასშტაბით არსებული ფესტივალების, რეგიონული ღონისძიებებისა და მცირე ადგილობრივი ბაზრობების დამატებას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ნახონ, რომელ რეგიონში, რომელ დღეს და რა ღონისძიება იმართება.

წინა ინტერვიუში საუბრობდით სომხეთის ბაზარზე გასვლის გეგმებზე. რა ეტაპზეა ეს პროცესი და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან უახლოეს პერიოდში?

თავდაპირველად ჩვენი გეგმა სომხეთის ბაზარზე გასვლა იყო, თუმცა განვითარების პროცესში ეს ხედვა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლულიყავით მხოლოდ ერთი დამატებითი ქვეყნით და Fermio საერთაშორისო მომხმარებლებისთვის გაგვეხსნა.

დღეს პლატფორმაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შესაძლებელია რეგისტრაცია და მისი გამოყენება სხვადასხვა ენაზე. უკვე გვყავს მომხმარებლები ბელგიიდან, ამერიკიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს ჩვენთვის საინტერესო დასაწყისია და გვაჩვენებს, რომ პლატფორმის კონცეფციას საერთაშორისო პოტენციალიც აქვს.

თუმცა ერთი ქვეყნის ბაზარზე სრულფასოვანი შესვლა მხოლოდ პლატფორმაზე წვდომის გახსნას არ ნიშნავს. საჭიროა ადგილობრივი ბაზრის შესწავლა, მარკეტინგი, პარტნიორები, მომხმარებლების მოზიდვა და შესაბამისი ფინანსური რესურსი. საერთაშორისო გაფართოება სრულიად განსხვავებულ ფინანსურ მასშტაბებთან არის დაკავშირებული.

ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონალის განვითარება და იმ განახლებების დასრულება, რომლებზეც ვმუშაობთ. არ გვინდა, რესურსები ნაადრევად გავფანტოთ და ადგილობრივი ბაზრის განვითარება შევანელოთ.

ჩვენი მიდგომაა, ჯერ საქართველოში შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი და სრულყოფილი პლატფორმა, შემდეგ კი შესაბამისი რესურსებისა და სტრატეგიის საფუძველზე ეტაპობრივად განვახორციელოთ საერთაშორისო გაფართოება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Fermio-ს განვითარების ახალი ეტაპი - აგროტურიზმი, ბიზნესთან თანამშრომლობა და საერთაშორისო გეგმები

17.11.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა