მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება

news image
mbc image

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming, Sport და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2026 წელს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თავდამსხმელს, ფერნანდო მორიენტესს უმასპინძლებს. 15–16 ივლისს, თბილისში გამართულ სამიტზე მორიენტესი მთავარი სპიკერის სტატუსით წარდგება. იგი მონაწილეებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას, ლიდერობის პრინციპებს, ასევე თანამედროვე ფეხბურთში ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მზარდ როლზე საკუთარ ხედვას გაუზიარებს.

ფერნანდო მორიენტესის სახელი მსოფლიო ფეხბურთის ოქროს ეპოქას უკავშირდება. კარიერის განმავლობაში მან ევროპის უმაღლეს დონეზე არაერთ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა და პროფესიონალიზმის, სტრატეგიული აზროვნებისა და ლიდერობის სიმბოლოდ იქცა. დღეს კი ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერია სპორტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციებზე.

SBC Summit Tbilisi 2026-ის მთავარ სცენაზე მორიენტესი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ფეხბურთს ტექნოლოგიური პროგრესი, რა გავლენას ახდენს კომერცია სპორტის განვითარებაზე, როგორ იქმნება გამარჯვების კულტურა და რა საერთო პრინციპები აერთიანებს წარმატებულ სპორტულ გუნდებსა და ბიზნესს.

ფეხბურთის ლეგენდა, ფერნანდო მორიენტესი:

„ბედნიერი ვარ, რომ SBC Summit Tbilisi 2026-ის ფარგლებში თბილისში ჩამოვდივარ. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას, ჩემი გამოცდილების გაზიარებას და ამ განსაკუთრებული ღონისძიების ნაწილად ყოფნას.“

SMH-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი:

„SBC Summit Tbilisi დღეს უკვე ევრაზიის ყველაზე მსხვილი სამიტია გეიმინგის, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროში.

ფერნანდო მორიენტესი მსოფლიო დონის სპორტსმენია, რომლის გამოცდილება დღეს ლიდერობისა და წარმატების უნივერსალურ მაგალითად იქცა.

დარწმუნებული ვარ, მისი გამოსვლა წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იქნება და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თბილისის, როგორც საერთაშორისო ბიზნესისა და iGaming ინდუსტრიის მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილის, როლს.“

რიგით მეოთხე, SBC Summit Tbilisi 2026 ბრიტანული ორგანიზაციის SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის SMH-ის ორგანიზებით 15–16 ივლისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება. სამიტის წარმდგენი პარტნიორია EGT Georgia და Amusnet Georgia.

რეგიონის უმსხვილესი iGaming, Sport და Tech კონფერენცია წელს 2,500-ზე მეტ მაღალი რანგის დელეგატს უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის, ასევე კავკასიისა და მომიჯნავე რეგიონების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე საერთაშორისო და ქართული კომპანია. პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, საგამოფენო სივრცეებსა და ბიზნესშეხვედრებს, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას დაამყარონ ახალი კონტაქტები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ ინდუსტრიის აქტუალური ტენდენციები.

SBC Summit Tbilisi-ის ფარგლებში, წელს უკვე მეორედ ჩატარდება SBC Regulators Forum Tbilisi.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის iGaming მიმართულების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, საქართველოდან, ლიეტუვიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი მონაწილეობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას როგორც დამსწრეებისთვის, ისე თავად რეგულატორებისთვის, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ რეგულირების მიმართულებით არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

iGaming ოპერატორებისთვის და აფილიატებისთვის დასწრება უფასოა : 

https://sbcevents.com/sbc-summit-tbilisi/full-event-pass/

SBC

SMH Global

SBC Eurasia

EGT Georgia

Amusnet Georgia

Lasha Machavariani

Fernando Morientes

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა