მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ფინანსურ სექტორთან ერთად, IT მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელი გახდა - მისი წილი მაღალი კლასის ოფისებში 1%-დან 23%-მდე გაიზარდა l Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,საოფისე უძრავი ქონება თბილისში”აქვეყნებს, სადაც ბაზრის ტენდენციები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივები დეტალურადაა გაანალიზებული. ,,2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი - 55% - კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით, 358 ათასი კვ.მ. იყო. თბილისში გამოკვეთილი ცენტრალური ბიზნეს უბანი არ არის, ბიზნეს ცენტრები კი რამდენიმე უბანშია კონცენტრირებული.

2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა. 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით. მოთხოვნას მაღალ კლასში ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.

2019-25 წლებში მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც ვაკანტურობა 10%-დან 6.6%-მდე შემცირდა. 2026-28 წლებში სურათი შეიცვლება: მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფად გაიზრდება და მოსალოდნელი ვაკანტურობა 16.8%-მდე მოიმატებს. ვაკანტურობის 10%-მდე დასაბრუნებლად ახალი მიწოდების დაპაუზება 2029-31 წლებში იქნება საჭირო. ქირები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა სამომავლოდ ვაკანტურობის ზრდის ფონზე მცირე კორექცია შესაძლებელია. მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე ორჯერ ძვირია, ამიტომ მათი ზრდა უფრო მეტად ახალი უცხოური IT კომპანიების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული. საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრებს კი ფასის, მენეჯმენტის, პარკინგის, უსაფრთხოებისა და საერთო სივრცეების გამო კორპუსებიდან მოიჯარეთა გადმოყვანის რეალური პოტენციალი აქვთ”, - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი

05.10.2026.19:27

რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.

უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.

უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.

- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.

ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?

„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა