მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7203
-0.0033
flag
AZN 1.5272
-0.0007
flag
CNY 38.891
-0.0029
flag
EUR 2.9198
0.0151
flag
GBP 3.4991
0.016
flag
KZT 57.42
0
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5958
-0.0012
news banner

ფინანსური განათლება მეტი შესაძლებლობისთვის - „კრისტალი“ ფინანსური განათლების ავტობუსის პარტნიორია

news image
mbc image

ფინანსური განათლება ადამიანებს ეხმარება, უკეთ მართონ საკუთარი ფინანსები, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები და დაგეგმონ მომავალი. სწორედ ამიტომ, ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც საგანმანათლებლო რესურსებსა და განვითარების შესაძლებლობებზე წვდომა ზოგჯერ შეზღუდულია.

ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი ინიციატივა - „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მხარდამჭერი და პარტნიორი მიკრობანკი „კრისტალია“.

პროექტის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში იმოგზაურებს და ფინანსურ განათლებას სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ინიციატივაში 130 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთვებიან, წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება.

დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კრისტალის სახელით დოკუმენტს ხელი გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ მოაწერა ხელი.

“კრისტალისთვის ფინანსური განათლება, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა თანაბრად ჰქონდეთ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ ინიციატივის მხარდამჭერები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაში“, - აცხადებენ მიკრობანკ „კრისტალში“.

„კრისტალისთვის“ ფინანსური განათლების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისა და გრძელვადიანი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. კომპანია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის გავრცელებას, ფინანსური უნარების განვითარებასა და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. 

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

05.11.2026.15:39

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

ვლადიმერ ჭინჭარაული ქართველი პარამსროლელია, რომლის წარმატებაც 12 წლის თავდაუზოგავ შრომას ეფუძნება. მთელი ამ წლების განმავლობაში მას ერთი მიზანი ჰქონდა: პარალიმპიური მედალი საქართველოსთვის.

2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, ეს მიზანი აღსრულდა. ვლადიმერმა 50 მეტრზე შაშხანიდან სროლაში, R9 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ეს იყო მომენტი, როდესაც 12 წლის შრომამ შედეგი გამოიღო და ვლადიმერი მსოფლიოს საუკეთესო პარამსროლელებს შორის აღმოჩნდა.

თუმცა ვლადიმერი აქ გაჩერებას არ აპირებს. მისი შემდეგი მიზანი 2028 წელს, აშშ-ში გასამართ პარალიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და ასპარეზობაა. „დანებებას არ ვაპირებ“, - ეს მისი კრედოა.

მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა