ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ჟიურიმ 5 ფინალისტი გამოავლინა. პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკურსი მიზნად ისახავს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერებას, მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებს და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების დანერგვით.
კონკურსის ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში განეხორციელებინათ ფინანსური განათლების ხელშემწყობი აქტივობები. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ, მონაწილეთა მიერ წარდგენილი განაცხადები, განხორციელებული აქტივობები და შექმნილი მასალები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.
11 სექტემბერს გაიმართება ფინალური ღონისძიება, სადაც გამოვლინდება ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
04.09.2026.17:09
საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-თან პარტნიორობის ფარგლებში ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამჯერად ნიუ-იორკში ქართული ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი eZo Festival გაიმართება.
პარტნიორობის ფარგლებში, 17-18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის The 1896 Studios & Stages-ში, eZo Festival Showcase გაიმართება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტის ფესტივალი ნიუ-იორკში პირველად ჩატარდება და ადგილობრივ აუდიტორიას eZo-სთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობს.
eZo Festival, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ფესტივალი გერმანული ტურის შემდეგ, პირველად ესტუმრება ნიუ-იორკს და ორი დღის განმავლობაში მუსიკისა და DIY ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს.
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს eZo Festival-ის ბილეთების შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენადეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება.