მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ფინანსური გარიგებით, „არდი დაზღვევის“ მოცულობა უნდა გაორმაგდეს, პროდუქტიულობა გასამმაგდეს და სერვისები აჩქარდეს - მიხეილ ჯაფარიძე

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია „არდი“-ს გაყოფისა და ახალი ინვესტორის შესვლის საკითხი Business Insider Georgia-სთან „არდის “ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ შეაფასა.

  • რას ნიშნავს ეს გარიგება კომპანიისთვის, რა ცვლილებები იგეგმება და რა გავლენა ექნება ამას სადაზღვევო ბიზნესის განვითარებაზე?

კომპანიამ გააკეთა სტრატეგიული გაყოფა. „არდი“ გაიყოფა ორ ნაწილად. ამ ორი კომპანიიდან ერთში, გაყოფის შედეგად იყიდის და ინვესტირებას მოახდენს „საქართველოს კაპიტალი“. გაყოფის შედეგად ამ კომპანიასთან მიმართებით პროპორცია იქნება 97% და 2-3% იქნება მეორე კომპანიაში.

„არდი დაზღვევა“, რომელსაც მომხმარებელი იცნობს, იქნება ამ მსხვილ ნაწილში, სადაც ძირითადი ბიზნესის, დაზღვეულების, თანამშრომლების ინტეგრირება მოხდება ამ მხარეს და სრულად „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელობაში იქნება ის კომპანია.

ხოლო მეორე კომპანია, ოპერირებას სხვა სახელით დაიწყებს და დაიწყებს ფუნქციონირებას როგორც ნიშური სადაზღვევო პროდუქტების მქონე მცირე კომპანია.

  • რა შეიცვლება კომპანიის იმ ნაწილში, სადაც ინვესტირება „საქართველოს კაპიტალმა“ გააკეთა?

ამ კომპანიაში დიდი ფოკუსი გაკეთდება კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. ბოლო წლებია კომპანიას ძალიან კარგი ზრდა აქვს და 10 წელია უკვე სადაზღვევო ბაზრის ხუთეულში ვართ და მეორე წელია მეოთხე პოზიციას ვიკავებთ კომპანიებს შორის და ამ წლების განმავლობაში გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი კომპანიას არ ჰყოლია.

ამ გაყოფის შედეგად, ახალ „არდი დაზღვევაში“ სრულიად აქცენტები და სტრუქტურა იქნება „საქართველოს კაპიტალის“. მოხდება თანხის ინვესტირება, რომ კომპანია უფრო სწრაფად განვითარდეს, ტექნოლოგიები შეცვალოს, სერვისები აჩქარდეს და უფრო დიდი და მაღალი კაპიტალიზაცია ჰქონდეს და ამისთვის აუცილებელია მდგრადობა ფინანსურ მაჩვენებლებში.

საწყის ეტაპზე მეორე კომპანიაც იქნება „არდის“ ბრენდის ქვეშ - ერთი „არდი დაზღვევა“, მეორე იქნება „არდი P&C.  თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ეს კომპანია სახელს შეიცვლის და იქნება სხვა ბრენდის ქვეშ, რომელსაც ის აქციონერები გადაწყვეტენ, რომლებიც იქ დარჩებიან.

  • რა შეიცვლება ამ გარიგების შედეგად „არდი დაზღვევის“ სერვისების მომხმარებლებისთვის?

დაგეგმილია, რომ ამ ფინანსური გარიგების შედეგად ორი წლის განმავლობაში „არდი დაზღვევის“ მოცულობა უნდა გაორმაგდეს, პროდუქტიულობა გასამმაგდეს და მისი სერვისები აჩქარდეს. ბევრი რამ იცვლება კომპანიაში, რაც ითხოვდა საკმაოდ დიდ რესურსებს. „საქართველოს კაპიტალი“ პოტენციური ინვესტორია და ამ ჯგუფს სხვა სადაზღვევო კომპანიებში განხორციელებული აქვს ინვესტიციები, ამიტომ ველოდებით ფოკუსირებულ წინსვლას.

  • იგეგმება თუ არა ცვლილებები კომპანიის მენეჯმენტში ?   

კომპანიის თანამშრომლებისთვისა და დაზღვეულებისთვის არაფერი არ იცვლება. ერთად-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რაშიც „საქართველოს კაპიტალმა“ ინვესტირება გააკეთა ეს ადამიანები არიან.

ამ ინვესტიციას არ ექნება გავლენა სადაზღვევო პროდუქტების ფასებზე გაძვირების კუთხით. დაიხვეწება ტექნოლოგიები. საკმაოდ მწირი ბაზარია სადაზღვევო ინდუსტრია საბანკოსთან შედარებით. რეალურად ასეთი საინვესტიციო კომპანია საქართველოში ერთია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმ მიმართულებით, რომ „არდი დაზღვევა“ განვითარდეს. იმედია მომხმარებლები უფრო მეტ სარგებელს ნახავენ და არ მაქვს მოლოდინი, რომ მათ რომელიმე სერვისი შეუფერხდეთ.

შეგახსენებთ, რომ „არდის“ 97%-იანი წილის მფლობელი საქართველოს კაპიტალი გახდა, რომელმაც კომპანიაში 30 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა.

„არდიმ“ დღეს განაცხადა, რომ ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და იყოფა. შედეგად, ბაზარზე ორი კომპანიის სახით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელშიც ჯანმრთელობის დაზღვევაც შევა, მეორე კი - „არდი P&C”, რომელიც ფოკუსირებული იქნება ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიც არის ფინანსური რისკებისდაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები.საწყის ეტაპზე ორივე კომპანია "არდის" ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა