ფინანსური სექტორი 2023 წელს 15%-ით გაიზრდება - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე
გაცხადებული გვაქვს, რომ 2023 წელს კაპიტალზე უკუგება 20%-ზე მეტი გვაქვს. ვფიქრობ ამ დანაპირებს შევასრულებთ, ხოლო დივიდენის გადახდის კოეფიციენტი მინიმუმ 30% გვექნება, - ამის შესახებ მედიას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ (კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგი, დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტი) გიორგი თხელიძემ განუცხადა.
რაც შეეხება დაკრედიტებას, მისი შეფასებით, ამ კითხით ბაზარი გააქტიურებულია.
„თიბისიში ზრდა პირველი 6 თვის შეადგენს 6%-ს შეადგენს,რაც 600 მილიონი ლარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნეს-სექტორის დაკრედიტების ზრდა 2023 წელს 15-16%-ის ფარგლებში იქნება. ხოლო ჯამურად ფინანსური სექტორი, 15%-ით გაიზრდება“, - აცხადებს გიორგი თხელიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.